გახარიას გუნდის წევრმა გივი მიქანაძეს პარლამენტში აუშენებელი სკოლების ფოტოები მიუტანა

28.05.26 13:26
გახარიას გუნდის წევრმა გივი მიქანაძეს პარლამენტში აუშენებელი სკოლების ფოტოები მიუტანა

 

 

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გორში გუშინ მომხდარ ძალადობას. დადასტურდა კიდევ ერთელ  “ოცნების” სისტემური დანაშაული და ეს არის მოძალადეებისთვის ღირსების ორდენების დარიგების შედეგი და ის დაუსჯელობის განცდა რომელიც თქვენ გააჩინეთ - ამ სიტყვებით დაიწყო მისი მიმართვა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს უსმენენ.

ხვედელიანმა მიქანაძეს მიმართა და უთხრა, რომ ამდენი წლის შემდეგაც კი „ოცნებამ“ ვერ შეძლო უფასო სასკოლო კვების პროგრამის შექმნა.

გახარიას გუნდის წევრმა განათლების მინისტრ პასუხების გაცემა მოსთოვა იმ რეფორმებთან დაკავშირებით, „რომელმაც ისედაც გამოწვევების წინაშე მდგომი განათლების სისტემა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო”.

ტატა ხვედელიანმა პარლამენტში მინისტრს წარუდგენა აუშენებელი სკოლების ფოტოებიც - "მე კი მოგიტანეთ იმ აუშენებელი სკოლების ფოტოები, რომლებსაც არ იმჩნევთ და ასევე მოგიტანეთ ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017-2019 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელსაც როგორც ჩანს თავად ვერ პოულობთ, სადაც ჩანს საიდან დააგროვა გაბისონიამ მილიონები ოფშორებში".

რამდენიმე დღის წინ სკოლის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. მათ მინდა მივულოცო და ვუსურვო წარმატებებით აღსავსე მომავალი, ისეთი ქვეყანა, სადაც განათლებას ფასი ექნება და შრომას ღირსეული შედეგი.

ჩვენს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია,  როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით. პერიოდი, რომელსაც მთელი ქვეყანა ელის და  აბიტურიენტებისთვის ამ ისედაც რთული გზის გავლა გაცილებით მარტივი იქნებოდა გზაზე “ოცნება” რომ არ ეღობებოდეს.

დღეს ამ დარბაზში ვსაუბრობთ იმაზე, როგორ ესმის ხელისუფლებას  განათლება , როგორც საზოგადოებრივი სიკეთე და განვითარების გზა  თუ როგორც ცენტრალიზებული, პოლიტიკური და კორუფციული კონტროლის ინსტრუმენტი, სადაც მოსწავლე, სტუდენტი, მასწავლებელი, პროფესორი, სკოლა და უნივერსიტეტი გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან სრულად გამოთიშულია.

ამდენი წლის შემდეგაც კი „ოცნებამ“ ვერ შეძლო უფასო სასკოლო კვების პროგრამის შექმნა, თუმცა მოახერხა ის, რომ მშობლებს დამატებითი ხარჯი დააკისროს სასკოლო ფორმების სახით. ფორმა თავისთავად ცუდი იდეა არ არის, მაგრამ აქ მთავარი პრიორიტეტებია. 

როგორ მყარდება „სოციალური თანასწორობა“, თუ ერთი ბავშვი ფორმაში ჩაცმული უყურებს მეორეს, რომელიც მის გვერდით საჭმელს ვერ ყიდულობს?

დღეს ჩვენ მოგიწვიეთ პარლამენტში იმისთვის, რომ  ქართველ ხალხს გასცეთ პასუხები თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით, რეფორმასთან, რომელმაც ისედაც გამოწვევების წინაშე მდგომი განათლების სისტემა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

ჩვენი კითხვები ეხება განათლების სისტემის მომავალს, უნივერსიტეტების ავტონომიას, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას, სტუდენტთა უფლებებს, მასწავლებლების ღირსეულ შრომას. დანგრეულ სკოლებს, მილიონობით ლარის გამარტივებულ შესყიდვებს სასკოლო ფორმებისთვის, ერთი სახელმძღვანელოს პოლიტიკას, XII კლასის მნიშვნელობის დაკნინებას თქვენი უწყების მხრიდან.  

როდესაც საქმე გვაქვს ხელისუფლებასთან, რომლის პირობებშიც არაერთი ჩინოვნიკია მხირებული კორუფციაში, ხელისუფლებასთან, რომელიც ბაღის ბავშვებსაც კი საჭმლის ფულს პარავდა, რა თქმა უნდა კითხვები ლეგიტიმურია, რადგან ამ პრობლემებზე საუბრისას თქვენ მუდმივად იცავდით არა ბავშვების ინტერესებს, არამედ ბიუჯეტის მძარცველებს.

დღეს აბიტურიენტებს აინტერესებთ, რატომ გამოქვეყნდა დაგვიანებით აბიტურიენტთა ცნობარი? რატომ არ არის ნათლად მითითებული პროგრამების კრედიტები? რატომ უჩნდებათ ახალგაზრდებს განცდა, რომ მათ უკვე გაკეთებული არჩევანის შეცვლა მოუწევთ?

ამ ყველაფერთან ერთად კი მთავარი კითხვა მაინც ერთია? ვინ ატარებს განათლების რეფორმას და ვისი ინტერესებისთვის წირავთ ბავშვების და ახალგაზრდების ხარჯზე საქართველოს მომავალს ? 

ბოლოს, თქვენმა მოადგილემ მოიტანა კომიტეტზე აშენებული სკოლების ფოტოები, მე კი მოგიტანეთ იმ აუშენებელი სკოლების ფოტოები, რომლებსაც არ იმჩნევთ და ასევე მოგიტანეთ ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017-2019 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელსაც როგორც ჩანს თავად ვერ პოულობთ, სადაც ჩანს საიდან დააგროვა გაბისონიამ მილიონები ოფშორებში", - განაცხადა ტატა ხვედელიოანმა. 

გახარიას გუნდმა განათლების მინისტრს დღეს პარლამენტში 44 კითხვა დაუსვა - გივი მიქანაძეს შეკთხვები ებევრა. "ოცნების" ლიდერმა კითხვების ავტორების ნაწილს დარბაზში კომპეტენციისგან დაცლილიც კი უწოდა. 

დასმული იქნა ფრაქცია "საქართველოსთვის" მიერ 44 კითხვა ინტერპელაციის ფორმატში. ალბათ არავის ახსოვს ასეთი რაოდენობის კითხვები. ეს კიდევ ერთელ სუვამს ხაზს, თუ როგორ არიან კომპეტენციისგან დაცლილნი ეს ადამიანები. 

ამასთანავე, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ აქ ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთდო არ იცია, რომელ სამინისტრსო რა კითხვით უნდა მიმართონ. 44 კითხვიდან 9 კითხვა შემიძლია დავასახელო, რომელიც აბსოლუტურად ცდება იმ მანდატს, რასაც განათლების სამინისტრო ემსახურება. ანუ ყოველი მეხუთე კითხვსი ავტორებმა არც კი იცოდნენ, რომ ეს განათლებსი სამინისტროს კომპეტენციას არც კი ეკუთვნოდა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.