კობახიძე ჟურნალისტს: გინდათ ურთიერთობა გამიფუჭოთ “ხარებასთან"

28.05.26 18:31
კობახიძე ჟურნალისტს: გინდათ ურთიერთობა გამიფუჭოთ “ხარებასთან"

 

 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გდდ-ს ყოფილ შეფს, ზვიად ხარაზიშვილს ღირსების ორდენი ეკუთვნოდა - ეს პასუხი გასცა პრემიერ-მინისტრმა დღეს "პირველების" ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც მთავრობის მეთაურს "ხარებას" ხალხზე ძალადობის ეპიზოდები გაახსენა. 

ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი იმის გამო, რომ მან და პოლიციის სხვა წარმომადგენლებმა დაიცვეს ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივი მცდელობისგან. ამის გამო ზვიად ხარაზიშვილი, ისევე როგორც შსს-ს სხვა წარმომადგენლები . კონკრეტულად გდდ-ს წარმომადგენლები იმსახურებდნენ სათანადო შეფასებას და დაფასებას. რაც შეეხება ძალადობას, ძალადობას სჭირდება ბუნებრივია შესაბამისი რეაგირება.

რაც შეეხება რეაგირებას, თქვენ იცით, რომ იყო კონკრეტული გადაცდომები, კონკრეტული ექსესები და ამასთან დაკავშირებითაც დადგა პასუხისმგებლობა. ხარაზიშვილის მხრიდან არ იყო არავითარი, არცერთი ძალადობრივი აქტი.

ამის შემდეგ "პირველების" ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ტელეფონით უჩვენა კადრები, სადაც "ხარება" მოქალაქეს პიკაპთან წიხლს ურტყამს. 

"უნდა, რომ ურთიერთობა გამიფუჭოს ხარებასთან" - იყო მთავრობის მეთაურის სახუმარო რეპლიკა. მან "ტვ პირველის" რეპორტიორს, რუსუდან დუმბაძეს უთხრა, რომ ერთად მიემართათ სამართალდამცავი უწყებისთვის. 

შეგვიძლია მივმართოთ ერთად სამართალდაცავ ორგანოებს და ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე - არის თუ არა აქ ისეთი სამართალდარღვევა, რაზეც უნდა ყოფილიყო განსხვავებული რეაგირება. 

ზოგადად, ნებისმიერი ტიპის ძალადობა ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. არა მარტო ძალადობა, ნებისმიერი არასატანადო მოპყრობა მოქალაქის მიმართ - დამამაცირებელი მათ შორის, მიურებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია გვქონდეს რეაგირება. ამ შემთხვევაში, არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ეს არის  დასადგენი შესაბამის უწყების მიერ. ასეთი აქტი ყოველ ჯერზე არ შეიცავს დანაშუალის ნიშნებს, თუმცა შესაბამისმა უწყებამ თუ დაადგინა, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა გაგრძელება მიეცეს ამ ყველაფერს, ემ ვერ დავადგენ ამას", - აცხადებს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები