იყო თუ არა შესაძლებელი პოლიციელების მხრიდან ძალადობის პრევენცია? - "ოცნება" პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იხსნის
მოძალადე პოლიციელებს ჩრდილიდან გამოსული წულუკიანი გადაეფარა. დიდ ხნიანი პაუხის შემდეგ ოცნების წევრმა დღეს პარლამენტში მიკროფონი ჩართო და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველი რგოლის ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო.
"ქართული ოცნება" გორში პოლიცილების მიერ მოქალაქეების სასტიკად ცემის საქმეზე მოითხოვს პოლიტიკური დებატების შეწყვეტას. ვინც ხმას იღებს და ბიძინა ივანიშივლის დაფუძნებულ პარტიას ძალადობრივი სისტემის მხარდაჭერაში ადანაშაულებს გამოძიებაში ერევა - ასეთია წულუკიანის ვერსია.
პარლამენტში დღეს ქართლ ოცნებას მსჯელობა განათლების რეფორმაზე სურდა, თუმცა ამის საშუალება გახარიას პარტიამ არ მისცა. დებატები გორში პოლიცილების მიერ მოქალაქეების სასტიკად ცემის საქმეზე სოფო ხორგუანმა გახსნა, რასაც შალვა პაპუაშვილის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ქართული ოცნება და მისი პარტნიორი პოლიტიკური ძალები დღეს მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, მათ შორის ის დეპუტატებიც ვინც პარლამენტში ქართული ოცნების სიით მოხვდნენ, ახლა თავს კი ოპოზიციას უწოდებენ.