სად არის გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან?
შეერთებული შტატები საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზებს ეძებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს თბილისში ვიზიტისას ეს მისიაც ჰქონდა. პიტერ ანდრეოლი შეხვდა მთავრობას, შეხვდა მინისტრებს, პატრიარქს და ოპოზიციას. ამერიკელი პოლოტიკოსი ყველა პარტიას ცალ-ცალკე ესუაბრა. ირკვევა, რომ მისთვის საინტერესო ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია იყო და ის, თუ ვინ როგორ ხედავს პროცესების ნორმალიზებას.
ოპოზიციურ ალიანსთან შეხვედრას ესწრებოდნენ ლიდერები სხვა პარტიებიდანაც. პოლიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ ამერიკას ესმის არგუმენტები. მიზეზები, რომლის გამოც ისინი ივანიშვილის არჩევნებს არც აქამდე აღიარებდნენ და არც მომავალში აღიარებენ. ვკითხეთ, რა იქნებოდა მათი პოზიცია, თუ შტატები გამოსავლად ოცნების მხრიდან პირობების შესრულებას, სანაცვლოდ კი მათ პარლამენტში დაბრუნებას განიხილავდა. გვიპასუხეს, რომ ასეთი სცენარი არ განიხილება.
რთული სათქმელია რამდენად მოსწონს ან იზიარებს თეთრი სახლი ოპოზიციის ტაქტიკას, რადგან თავად პარტიები მას სხვადასხვაგვარად წარმოგვიდენენ. ფაქტია, რომ პიტერ ანდრეოლს მათთან ჰქონდა კითხვები არჩევნებზეც და იმაზეც, თუ რატომ გადაწყვიტა მათმა უმრავლესობამ პარლამენტის მიღმა დარჩენა. ლელო გვეუბნება, რომ შტატები ცალსახად ბოიკოტის წინააღმდეგია.
არჩევნებზე არ უსაუბრიათ გახარიას გუნდთან. ამ პარტიის პოზიცია სავარაუდოდ შტატებისთვით კითხვებს არ აჩენს. ისინი პარლამენტშიც არიან და საკრებულოებშიც. ანა ბუჩუკური გვეუბნება, რომ გამოსავლის ძიებაში ვაშინგტონს ოპოზიციაზე მეტად მოთხოვნები ოცნებასთან აქვს, რადგან ერთადერთი ვისაც პროცესის ნორმალიზება შეუძლია ივანიშვილია.