"45 ტომიანი მაკულატურა" - რატომ გაასაიდუმლოეს ოპოზიციის ლიდერების პროცესი

28.05.26 21:19
"45 ტომიანი მაკულატურა" - რატომ გაასაიდუმლოეს ოპოზიციის ლიდერების პროცესი

 

 

ოპოზიციის რვა ლიდერის 45 ტომიან საქმეში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" სარწმუნო მტკიცებულებები ვერ ნახა. რას ეყრდნობა პროკურატურა? -  რამდენიმეთვიანი შესწავლის შემდეგ, საქმეში იურისტებმა მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების საჯარო განცხადებები, ინტერვიუები და სოც-ქსელში გამოქვეყნებული სტატუსები ნახეს. არცერთი სხვა მტკიცებულება, რაც ოპოზიციის ლიდერების ბრალუულობას დაადგენდა, არ არსებობს. ამ გარემოებებზე დაყრდნობით გავლენაინი ორგანიზაცია ასკვნის, რომ სახეზეა ოპოზიციური ველის მოსუფთავებაა.  

სასჯელი პოლიტიკური განცხადებების გამო - ასე აფასებს "საერთაშორისო გამჭვირვლობა საქართველო" ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას.  დასკვნაში TI წერს, რომ ეს საქმე უნიკალურია, რაგან ბრალდების საფუძველია არა ერთი რომელიმე კონკრეტული ეპიზოდი ან ქმედება, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების ზოგადი კრიტიკული განწყობები. 

ოპოზიციის რვა ლიდერების წინააღმდეგ მომზადებულ 45 ტომიან საქმეს - "საერთაშორისო გამჭივრავლობა საქართველომ" ვრცელი დასკნა მიუძღვნა. იურისტები ასკვნიან, რომ ამ საქმეს ოპოზციის წინააღმდეგ "ქართული ოცნება" პროპაგანდისტული მიზნენისთვის იყენებს. ცდილობენ სათავრობო მედიის დახმარებით დაამკვიდრონ ტერმინი საბოტაჟის საქმე - თუმცა სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მტკციებულებულები ბუნებაში არ არსებობს. 

ვრცელ ანალიზში, გამჭვირვალობის იურიდიული ჯგუფი პირდაპირ წერს, რომ ქართულმა ოცნებამ საქმე ოპოზიციის რვა ლიდერის წინააღმდეგ სწორედ საბჭოთა ხელწერით შექმნა. 

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები