აუშენებელი სკოლების ალბომი მინისტრს და ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

28.05.26 21:30
აუშენებელი სკოლების ალბომი მინისტრს და ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

 

 

პარლამენტში მისულ განათლების მინისტრს ოპოზიციამ ალბომი დაახვედრა იმ სკოლების ფოტოებით, რომლებიც არადა არ აშენდა.  რატომ? - ამ კითხვაზე პასუხად გივი მიქანაძე თავს მძიმე მემკვიდრეობით იმართლებს, ოღონდ საინტერესოა, ვის მემკვიდრეობაზე საუბრობს, რადგან "ქართული ოცნების" გუნდი უკვე 13 წელია ხელისუფლებაშია. მინისტრისგან გაირკვა, რომ სკოლების საქმეების ნაწილი სასამართლოშია, ეს დასტურია წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულის.  

ყველაზე მეტად მტკივა ყველა აუშენებელი სკოლა - თქვა დღეს მინისტრმა. 

თითქმის 3 საათი განათლების მინისტრის მოსმენა პოლიტიკური ბრალდებების და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს წარსულს უხსენებენდენ. გახარიას პარტიის წევრები ოცნებას ადანაშაულებდნენ წინა ხელისუფლების ხელწერაში, ივანიშვილის გუნდის წევრები კი - მათივე გუნდის ექსპრემიერს გაქცეულს ეძახდნენ.

გახარიას გუნდის წევრებმა წარსული შეახსენეს პირადად გივი მიქანაძესაც.

დღეს "ქართული ოცნება" განსაკუთრებით უფასო კვების პრობლემაზე დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა. დარბაზში ისმოდა ივანიშვილის პარტიის წევრების შეძახილები - "სად ნახეთ მშიერი ბავშვები".

სხდომაზე რამდენჯერმე მოჰყვა დაპირისპირება უნივერსიტეტებში ჩატარებულ რეფორმას, ფაკულტეტების გაუქმებას და სტუდენტების სოციალურ მდგომარეობას. გივი მიქანაძეს პარლამენტში მიაწოდეს ინფორმაცია, რა პირობებში უწევთ სწავლა სტუდენტებს.

დღეს გაირკვა, რომ სტუდენტების უნივერსიტეტებიდან ხელბორკილებით გაყვანა განათლების მინისტრისთვის კანონით დადგენილი სტანდარტების დაცვაა. ახალგაზრდების დევნას უმაღლეს სასწავლებლებში გივი მიქანაძე სამართლადამცველების რეაგირებად აფასებს.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები