ჩვენი პოლიცია სიკვდილის ესკადრონებს ემსგავსება - ვატო სურგულაძე
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, ვატო სურგულაძე გორში იმყოფება და პოლიციელების მიერ მოქალაქეების სასტიკად ცემას აპროტესტებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ჩვენი პოლიცია სიკვდილის ესკადრონებს ემსგავსება".
იმ ხელმძღვანელობამ, ვინც ზის არამარტო აქ, არამედ თბილისშიც, მისცა უფლება, როგორც გინდა მოიქეცით, ნელა-ნელა კი არა, სწრაფად-სწრაფად, ჩვენი პოლიცია სიკვდილის ესკადრონებს ემსგავსება. თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, გინდაც გორის პოლიციის, გინდაც რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, განცხადება უნდა ჰქონდეთ დაწერილი უკვე, გადადგომაზე. ამას არ გააკეთებენ, რადგან მაგათი ნებართვითაა ეს ყველაფერი, - განაცხადა სურგულაძემ.
შეგახსნებეთ, რომ გორში პროტესტი დაიგეგმა მას შემდეგ, რაც ყველამ ნახა, როგორ უსწორდება უმოწყალოდ ორ მოქალაქეს პოლიციელთა ჯგუფი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ძალადობა სისტემურია და მას “ოცნება“ ახალისებს.