სისტემურ ძალადობას ფესვი აქვს გადგმული და თუ რამე აზარალებს სახელმწიფოს, ეს არის დაუსჯელობის სინდრომი- დეკანოიძე
სისტემა, რომელიც გადაიქცა ერთადერთი მოვალეობის შემსრულებლად და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაცვა, ამ სისტემამ გამოააშკარავა ის ძალადობა, კიდევ ერთხელ, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით, - ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გორში მომხდარი შემზარავი ამბის კადრები, რომელმაც ძალიან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ადამიანებში, კონკრეტულად ჟურნალისტებს რომ არ გადაეღოთ, ის ადამიანები ახლაც დაუსჯელები იქნებოდნენ.
როდესაც სისტემა ძალადობს და დაუსჯელობის ასეთ დიდ მასშტაბებზე გვაქვს საუბარი, აქვს ერთი გამორჩეული თვისება, შეიძლება ლოიალურად იყო განწყობილი შენ სისტემის მიმართ, როგორც შიგნით ადამიანი, პოლციელი, მაგრამ საზოგადოების რეაქციას და სოლიდარობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს კადრები, რომელმაც ძალიან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ადამიანებში, კონკრეტულად ჟურნალისტებს რომ არ გადაეღოთ, ის ადამიანები დაუსჯელები იქნებოდნენ. რამდენიმე სპეცრაზმელი რომ დააკავეს, ეს ხომ ზღვაში წვეთია, არ დაუკავებიათ ის ადამიანები, ვინც მაკა ჩიხლაძეზე მოახდინა ძალადობა, არ დაუკავებიათ ინდეტიფიცირების გარეშე მოქმედი ნიღბოსანი სპეცრაზმელები, არ დაუკავებიათ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უშუალოდ გასცემდა ბრძანებას.
მთელი სახელმწიფო, ძალაუფლება გადართულია იმაზე როგორ დაიცვას სისტემა და გამოძვრეს ამ ყველაფრიდან. წულუკიანი წეღან იმაზე წუხდა, რომ პოლიციელბმა სალაპარაკო მიეცით ხალხსო, იმაზე კი არ საუბრობდა, რომ ადამიანი დაშავა, პოლიციელებმა ასე იძალადეს,- განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, თუ რამე აზარალებს სახელმწიფოს და საზოგადოებას, ეს არის დაუსჯელობის სინდრომი.
ეს არის სისტემური ძალადობა, რომელსაც ფესვი აქვს გადგმული. რაც უფრო დაუნდობელია სისტემა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, საკუთარ თავს მალევე შეჭამს. როდესაც სისტემა შეიძლება ძალადობდეს კონკრეტულ ან პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, ან იმ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება მათ არ მოსწონდეთ, იმ ჯგუფებზე, რომლებიც ითვლებიან ხმამაღალ კრიტიკოსებად ამ ძალაუფლების და ბიძინა ივანიშვილის ანტიქართული ოცნების, ეს ჯაჭვი რეაქციის იქამდე მივა, რომ ყველა მოქალაქემდე დავა ეს ძალადობა,- თქვა მან.