შარმანაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ჩვენ სიტყვების უკვე აღარ გვჯერა, გავიარეთ ეგ ასაკი

29.05.26 12:54
შარმანაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ჩვენ სიტყვების უკვე აღარ გვჯერა, გავიარეთ ეგ ასაკი

 

 

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნის თაობაზე, პასუხობს და ამბობს, რომ “სიტყვების აღარ სჯერათ, რადგან ეგ ასაკი უკვე გაიარეს.“

“ოცნების“ დეპუტატის თქმით, 20 წელია ამბობენ, რომ ნატოს კარი ღიაა, მაგრამ “ორპირ ქარში ამყოფებენ“ და ეს კიტხვებს აჩენს. 

ჩვენ სიტყვების უკვე აღარ გვჯერა, გავიარეთ ეგ ასაკი. თუ შენ დეკლარირებ ერთს და აკეთებ მეორეს, ჩემთვის უკვე ნათელია, რომ შენ არაფერს არ აკეთებ. როდესაც მეუბნები, რომ ნატოს კარი ღიაა და ლამის 20 წელია ორპირ ქარში მამყოფებ, უკვე მეც კითხვები მიჩნდება. ასე რომ, კაია კალასმა რომ იმიჯი გამოისწოროს და ვითომ ჩვენ დაგვანახოს, თითქოს ქართველი ხალხის მომავალზე ძალიან გულდათუთქულია და ბევრს ფიქრობს, მარტო იმის დეკლარირება კი არ უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და ჯარები უნდა იქნას გაყვანილი,  საქართველოს რეალურად უნდა შეუწყოს ხელი ევროინტეგრაციის საკითხებში და არა იქითკენ გადაგვადგმევინოს ნაბიჯი, რაც მოიტანს ეკონომიკურ კრახს საქართველოში, რისკენაც გვიბიძგებენ და არ გავაკეთეთ და უარესი, სამხედრო ავანტიურისკენ რომ გვიბიძგებენ”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები