ახლა რამდენიმე განცხადება, ვერ დაგვავიწყებს მათ ზღვარგადასულ ქმედებებს - გორდულაძე კალასის განცხადებაზე
არ ვიცი, ქალბატონმა კაია კალასმა იპოვა თუ არა რუკაზე, სად არის საქართველო, თუ უბრალოდ, მისი თანაშემწეები ან მისი თანამშრომლები უწერენ ამ განცხადებებს, - ასე აფასებს არჩილ გორდულაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნის თაობაზე.
გორდულაძე კაია კალასს, მარტა კოსს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების გაღვივებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ახლანდელი განცხადებები, “მათ ყველანაირ ზღვარგადასულ ქმედებებს ვერ დაავიწყებთ“.
არ ვიცი, ქალბატონმა კაია კალასმა იპოვა თუ არა რუკაზე სად არის საქართველო, თუ უბრალოდ, მისი თანაშემწეები ან მისი თანამშრომლები უწერენ ამ განცხადებებს. ერთი, რაც ნამდვილად ვიცით არის ის, რომ კაია კალასი, მარტა კოსი და სხვა მაღალი თანამდებობის ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში შემოიტანონ პოლიტიკური დაპირისპირება, მათ შორის წავიდნენ ისეთ უმსგავსობაზე, როგორიც არის კაონკრეტული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე დადგომაა. ახლა რამდენიმე განცხადების გაკეთება ვერანაირად ვერ დაგვავიწყებს მათ ყველანაირ ზღვარგადასულ ქმედებებსა თუ განცხადებებს”, - აღნიშნა გორდულაძემ.