ხიდაშელის თქმით, “ოცნების“ განცხადებები არა თუ ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ ანგრევს მას

29.05.26 15:50
ხიდაშელის თქმით, “ოცნების“ განცხადებები არა თუ ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ ანგრევს მას

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, თუ კი რაიმე ტიპის შეთანხმება მოსკოვთან შედგა, უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით და ამ პაკეტის ნაწილი საქართველოდან ჯარების გაყვანაც იქნება, ეს არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ ევროპელი მეგობრების დამსახურებით მოხდება.

ხიდაშელის თქმით, ნაცვლად იმის, რომ კალასის განცხადება მოეწონებინათ, თბილისიდან ევროპელების ლანძღვის მორიგი სერიალი ისმოდა.

თუ კი რაიმე ტიპის შეთანხმება მოსკოვთან შედგა, უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ერთადერთი იმედი, რომელიც მე მაქვს, რომ ამ პაკეტის ნაწილი საქართველოდან ჯარების გაყვანაც იყოს, ეს არ არის საქართველოს ხელისუფლება და მისი აქტიური მოქმედებები. ეს არიან სწორედ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომლებსაც იქნება და არ დავავიწყდეთ და ამ მოლაპარაკებების პროცესში საქართველო მუდმივად დღის წესრიგში ამყოფონ.

თბილისი რას აკეთებს დღეს - თბილისიდან 2 განცხადება ისმოდა ძირითადად, ერთის მხრივ მორიგი სერიალი ევროპელების ლანძღვის, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ ისინი უბრალოდ მატყუარები არიან და მათი სიტყვების არ სჯერათ და ასევე ვნახეთ კობახიძის განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატებთან დაკავშირებით, სადაც ფაქტობრივად, მასხარად იგდებდა ამერიკულ დიპლომატიას სომხეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობის დამყარების გამო. ეს, რა თქმა უნდა, არა თუ ემსახურება ქართული სახელმწფიოს ინტერესებს, არამედ ანგრევს, რუსეთთან და ყველა იმ გარე მოთამაშესთან მიმართებაში, რომელსაც მტრული განზრახვები აქვს ჩვენ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, - ამბობს ხიდაშელი. 

  • ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს და ევროკავშირში არავინ ეწინააღმდეგება იდეას, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ.
  • მოგვიანებით აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე და აღნიშნა: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ და არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც ქვეყანას ხელოვნურად უქმნის დამატებით რისკებს სხვადასხვა მიმართულებით“

 

მსგავსი სიახლეები