პოლიციელების ძალადობის საკითხის განხილვას თბილისის საკრებულოში ხმაური მოჰყვა - ვატო სურგულაძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა
პოლიციელების მიერ ჩადენილი ძალადობა დაპირისპირების მიზეზი გახდა დღეს თბილისის საკრებულოში - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, ვატო სურგულაძემ "ოცნების" დეპუტატებს დღეს უთხრა, რომ დანაშაული სისტემურია და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი სამართლიანობაზე საუბარი, თუ ვინმე მინიმუმ პირად პასუხისმგებლობას აიღებდა მომხდარზე და თანამდებობიდან წავიდოდა.
ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად სურგულაძემ სხდომათა დარბაზი დატოვა.
გვახსოვს, როგორ მოვიდა ქართული ოცნება ხელოსუფლებაში, ციხის კადრებით, იგივე 15 ნაძირალა, როგორ ექცეოდა მსჯავრდებულებს ციხეში, იგივე არ იყო გუშინწინ? 15 პოლიციელი, როგორ იქცეოდნენ. მერე რატომღაც მესაუბრებით, გამოვა ხოლმე მონაკოს ლომი და ქართველობას გვართმევენო. აქ ვინც ვსხედვართ, ალბათ ყველას ბავშვობაში გვიჩხუბია უბანი-უბანზე, სკოლა-სკოლაზე და ადამიანი რომ დაეცემოდა, იმას ფეხს და ხელს არავინ დაარტყამდა.თქვენ ქართველობაზე მესაუბრებით? პრობლემა იმაშია, რომ არც გორის პოლიციის ხელმძღვანელი, არც სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი არ გადადგა, დროებით მაინც, დაუსჯელობის შეგრძნება ჰქონდათ ამ ადამიანებს. არ ვარ მე ამ ბოიკოტების მომხრე, მაგრამ მე პროტესტის ნიშნად დავტოვებ სხდომას. და კიდევ ერთხელ წამალი ბავშვებს, გადავარჩინოთ ბავშვები", - განაცხადა სურგულაძემ.
დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილებოდა თბილისის ცენტრში დაგეგმილი აზერბაიჯანის კულტურის ცენტრის მშენებლობის საკითხიც - "ლელო -ძლიერი საქართველოს" წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა სხდომაზე თქვა, რომ ქვედა ხარფუხის ისტორიულ არეალს “ოცნება“ უყურებს, როგორც საკადასტრო ერთეულებად დაყოფილ ტერიტორიას. ამ საკითხზე დღეს ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგიც გამართა.
განხილვის კდიევ ერთი თემა სხდომაზე იყო დედაქალაქში არსებული სატრანსპორტო კოლაფსიც, რომელიც მოქალაქეებისთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა.
თქვენს შემოთავაზებაზე, ხალხო, მანქანებიდან გადაჯექით ავტობუსშიო, თბილისელების პასუხია- თუ კარგია, შენ თვითონ გადაჯექიო. სინამდვილეში, მართლა რომ გვქონდეს მორალური უფლება, რომ ადამიანებს ასეთი რჩევა მივცეთ, ეს შეიძლება მოხდეს იმის შემდეგ, როდესაც მე დავინახავ, რომ საკრებულოს ან პარლამენტის სხდომებზე, რიგი იქნება ავტობუსების ძვირადღირებული მანქანების მაგივრად", - უთხრა ოპოზიციის წევრრმა "ოცნების" დეპუტატებს.
ოპოზიციონერ დეპუტატს საკრებულოს სხდომაზე "ოცნების" დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ უპასუხა:
ეს არის პოპულიზმი თქვენი მხრიდან, 200-300 ავტომობილიანი პარკირება ქმნის 1. მიზიდულობის ცენტრს კონკრეტულ ადგილში, სადაც დაწოლა და მოთხოვნაა და მე-2 - ეს ვერავითარ შემთხვევაში ყოველდღიურად მოძრავ 700 ათას ავტომობილს ვერ უშველის. ...ტყუილი მოკითხე თქვენსკენ და პირი გამოირეცხდ, როცა ახსენებ ტყუილს, როგორც გეკადრებათ, ისე გპასუხობთ, ეს არის თქვენი მხრიდან პოპულისტური განცხადება - თქვა ოგბაიძემ.