გახდა თუ არა რცხილაძის დაკავების მიზეზი „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ - აქუბარდიას კომენტარი

30.05.26 16:04
გახდა თუ არა რცხილაძის დაკავების მიზეზი „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ - აქუბარდიას კომენტარი

რატომ დააკავა სუს-მა „ევრაზიის ინსტიტუტუტი" ხელმძღვანელი, გულბაათ რცხილაძე? - პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია ვარაუდობს, რომ მიზეზი შესძლოა ყოფილიყო საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შექმნა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორიც სწორედ „ევრაზიის ინსტიტუტუტი" იყო. 

იმ ფონზე, როცა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსოფობიური ქმედებების გამო ჯარის გამოყენების შესაძლებლობაზე, მე ვფიქრობ, ეს იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მისი დაკავების - ამბობს აქუბარდია "პირველებთან". 

გულბაათ რცხილაძის რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობის შესახებ დიდი ხანია იწერებოდა და ყველამ ყველაფერი იცოდა, თუმცა რატომ დააკავეს ის დღეს, ალბათ ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რომ ის რუსეთის ინტერესებზე მუშაობდა და არა მხოლოდ რუსეთის მათ შორის. გასაგებია, მეორე ქვეყანა რომელი შეიძლება იყოს, მაგრამ აქ მთავარია მისი ბოლო აქტივობა, როცა მან თქვა, რომ მონიტორინგის საბჭოს ქმნის „რუსოფობიური და ანტირუსული განცხადებების გამო",  მიუხედავად ოკუპაციის არსებობისა და რომ სამართლებრივ რეაგირებას მოსთხოვს "ქართულ ოცნებას". იმ ფონზე, როცა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსოფობიური ქმედებების გამო ჯარის გამოყენების შესაძლებლობაზე, მე ვფიქრობ, ეს იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მისი დაკავების", - ამბობს თეონა აქუბარდია. 

ჯაშუშობის ბრალდების გულბაათ რცხილაძე სუს-მა დღეს დააკავა. სუს-ი ამბობს, რომ დაკავებული ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს სისტემურად აწვდიდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას. რციხლაძეს  8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები