სასაფლაოების ბიზნესიდან "ოცნებაში" - ვინ მფარველობს სასაფლაოების არალეგალურ ბიზნესს წყალტუბოსა და ქუთაისში?
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხალხს მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე, მიცველებულები უნებართვოდ დაუკრძალეს - ამ ინფორმაციას "შაბათის ეთერს" ადგილობრივები აწვდიან.
ხალხმა სამართლებრივი დავა დაიწყეო, პროცესები წლებია მიდის, თუმცა დაზრალბულ მოქალქეებს არც კომპენსაციას აძლევს არავინ და მათ ნაკვეთებში მიცვალებულების დაკრძალვა გრძელდება.
სასაფლაოს ტერიტორია, სადაც ათასამდე მიცვალებული განისვენებს, სამ კერძო პირს, სახელმწიფოს და შპს კელაპტარის საკუთრებაა. აქ გვიყვებიან, რომ მიწა, რომელიც ძვირად ფასობს, "კელაპტრის" ხელმძღვანელობის გარეშე არ იჭრება.
ვინ ლობირებს სასაფლაოების უკანონო ბიზნესს ქუთასისა და წყალტუბოში? - დოკუმენტებით დგინდება, რომ მესხეთის სასაფლაოების ტერიტორიის ნაწილი 4300 კვადრატულ მეტრი ფართობის მიწა 2014 წლიდან შპს კელაპტარს ეკუთვნის, მისი მფლობელი დავით კოპალიანია. კოპალიანს სასაფლაოების ბიზნესი დიდი ხანია აქვს. მისი პარტნიორი იყო წყალტუბოს მოქმედი მერი. ისინი ერთად ფლობდნენ შპს მარადისობას.
დოკუმენტების თანახმად, წყალტუბოს მოქმედი მერი გენადი ბალანჩივაძე 2014 წლამდე შპს მარადისობას დავით კოპალიანთა ერთად ფლობდა. 2014 წლიდან ბალანჩვაძემ სასფლაოების ბიზნესიდან "ქართულ ოცნებაში" გადაინცავლა და წყალტუბოს გამგებლის მოადგილე გახდა - ახლა უკვე მერია.
წყალტუბოს მერმა თანამდებობაზე მოსვლის დღიდან წილები სასაფლაოების ბიზნესში დათმო, თუმცა ადგილზე აქვს მოსაზრება რომ ქართულ ოცნები ჩინოვნიკმა, სასაფლოაბს ბიზნესთან კავშირი ფომრლურად გაწყვიტა, რელაურად კი ამ ბიზნეის უკან თავად დგას.