"ქვეყანას ჰყავს მდიდარი ხელისუფლება, მაგრამ ამავე ქვეყანაში ბავშვებს არ აქვთ წამალი" - ქეთი თურაზაშვილი
დღეს, 1 ივნისს, მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, თუმცა საქართველოში ასიათასობით ბავშვი შიმშილსა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს! - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა ქეთი თურაზაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, "ქვეყანას ყავს მდიდარი ხელისუფლება, მაგრამ ამავე ქცეყანაში ბავშვებს არ აქვთ წამალი და მათ საკუთარი სახელმწიფო ფაქტობრივად სოცოცხლის უფლებას ართმევს".
თურაზაშვილის განცხადებით, "ივანიშვილის ,,ოცნებამ” შექმნა კრიზისი და ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ახალი, სამართლიანი საპარლამენტოი არჩევნები"
მაღალი ფასების გამო, გვყავს ჯანსაღი კვების გარეშე დარჩენილი ბავშვები.
სამწუხაროდ გვაქვს უკიდურესი სიღარიბე, ემიგრაცია და გვყავს მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვები.საცურაო აუზები ფუფუნების საგანია და ჯანსაღი ცხოვრების წესი კი მიუწვდომელი.
სანამ ხელისუფლება ეკონომიკურ აღმასვლაზე საუბრობს, ქართველ დედებს საკუთარი შვილების აღზრდა ტელეფონით უწევთ ემიგრაციიდან. რადგან გაზრდილ ფასებს აქაური შემოსავლით ვერ უმკლავდებიან, მიდიან რომ საკვებით უზრუნველყონ შვილები.
მოგახსენებთ იმ საგანგაშო მდგომარეობას, რომლითაც ხვდება ჩვენი ქვეყანა ბავშვთა დაცვის დღეს:ქვეყანაში ემიგრაციის გამო, 2020-2025 წლებში 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა, რაც საქართველოდან მასობრივი ემიგრაციის ერთ-ერთი ინდიკატორია.
Unicef-ის და საქსტატის ერთობლივი კვლევის თანახმად, ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში; ფულის არქონის გამო, ბავშვების 45.3% არ აქვს მისთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა - ლეპტოპი, წიგნები, თუ სხვა. შიმშილი აფერხებს ბავშვების როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ განვითარებას.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშირისო პროგრამა PISA-ს კვლევით, საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე; ეს მონაცემები პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ბავშვები შიმშილობენ, მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ელემენტარული საჭიროებებით უზრუნველყონ საკუთარი შვილები.
საქართველოში 2080 სკოლა ფუნქციონირებს, თუმცა 1400-მდე სკოლაში კვების ინფრასტრუქტურა უბრალოდ არ არსებობს. ფორმებზე გვესაუბრებიან და პარალელურად ათასობით ბავშვი და უამრავი დასახლება სკოლების გარეშეა დარჩენილი.
ამავე დროს დემოგრაფიული კრიზისი საგანგაშო მასშტაბს აღწევს. 2025 წელს ის რეკორდულად დაბალია. დაიბადა მხოლოდ 37,867 ბავშვი, გარდაიცვალა 44,319. ეს არის ის მწვავე რეალობა, რომელშიც უწევთ ბავშვებს ცხოვრება. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის,
ყველა ბავშვი იმსახურებს დაცულ, სტაბილურ და ღირსეულ მომავალს საკუთარ სამშობლოში, რასაც ქართული ოცნება არ და ვერ უზრუნველყოფს.ივანიშვილის ,,ოცნებამ” შექმნა კრიზისი და ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ახალი, სამართლიანი საპარლამენტოი არჩევნები"- თქვა მან.