განაცხადა, რომ შესაძლებელია, ათრიონ ექსპრეზიდენტი იატაკზე, ოღონდ ეს არ უნდა გახმაურდეს - ნათელაშვილი ზურაბიშვილის განცხადებაზე
შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შესახებ უპასუხისმგებლო ქმედებად აფასებს. ნათელაშვილის თქმით, პრეზიდენტმა დაგმო არა მესამე პრეზიდენტის მიმართ ციხეში განხორციელებული ძალადობა, არამედ ამ ფაქტის გახმოვანება. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ ზურაბიშვილი მოსაზრებებს ივანიშვილის განკარგულებით ახმოვანებს.
ვაი პრეზიდენტის განცხადება არის მორიგი უპასუხისმგებლო გამოვლინება. მან დაგმო არა მომხდარი ქმედება, არამედ მისი გახმაურება და გამომჟღავნება, ფაქტიურად განაცხადა, რომ შესაძლებელია, ათრიონ ექსპრეზიდენტი იატაკზე, ოღონდ ეს არ უნდა გახმაურდეს. რაც შეეხება მისი მიმართულების ცვლილებებს, ნუ დაიჯერებთ, რომ მან შეიცვალა პოზიცია, ის მთლიანად დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის განკარგულებებზე, ამიტომ ის საკუთარ შეხედულებებს ვერ ახმოვანებს", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.