გაუთქმელობა მოძალადე პოლიციელების საქმეში - იურისტები თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე მიუთითებენ
ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმეზე დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებამ იურისტების კითხვები გააჩინა. მათი შეფასებით, არსებობს რისკი, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროცესზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს და სასამართლო განხილვის საჯაროობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
საიას ხელმძღვანელი თამარ ონიანი მიიჩნევს, რომ გორში მომხდარი სავარაუდო წამების ფაქტი მხოლოდ დაზარალებულის ინტერესს არ ეხება და საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანია.
ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთ გახმაურებულ საქმეზე ვნახეთ, რომ ერთის მხრივ ან საქართველოს პროკურატურის მიერ, ან სასამართლო ხელისუფლების მიერ ხდება საზოგადოების შეზღუდვა ინფორმაციაე წვდომასთან დაკავშირებით. ეს ერთის მხრივ ხდება გაუთქმელობის ვალდებულების დაწესებით პროკურატურის მხრიდან, ან სასამართლო მხრიდან სხდომის დახურვით. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვები, რის გამო კეთდება ეს და განსაკუთრებით, როდესაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება ეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში წამება და არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა კონკრეტული პირის მიმართ, არ არის ინციდენტური შემთხვევა, რომელზე ინტერესიც მხოლოდ დაზარლებულს შეიძლება, ჰქონდეს. საქართველოში მოხდა სისტემური წამება აქციების კონტექსტში, ამიტომაც აქ უფრო ფართო საზოაგდოებას აქვს შეკითხვები, ვიდრე მხოლოდ დაზარალებულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა ამ პროცესზე, - ამბობს თამარ ონიანი.
იურისტი გოგა ხატიაშვილი კი ყურადღებას საქმის საჯაროობისა და მხარეთა თანასწორობის საკითხზე ამახვილებს. მისი თქმით, როდესაც ბრალდებულები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არიან, საზოგადოებას პროცესის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღების უფლება უნდა ჰქონდეს.
ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომელიც საქმეში, სავარაუდოდ, იქნება, არის საჯაროდ გავრცელებული ვიდეოკადრები და როდესაც სავარაუდო დამნაშავე არის სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, საჯარო მოხელე, რა თქმა უნდა, ეს ზრდის საზოგადოების ინტერესს ამ საქმის მიმართ, ამიტომ ასეთ ვითარებაში, ცალხმრივად არ უნდა მიეწოდებბოდეს საზოგადოებას ინფორმაცია მხოლოდ ბრალდების მხარის პერსპექტივით. შესაბამისად, ასეთი მაღალი საზოაგდოებრივი ინტერესისა და მნიშვნელობის მქონე საზქმეებზე მხოლოდ ერთი მხარის დავალდებულება, რომ არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, საზოგადოებას არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ორივე მხარის პერსპექტივა მოისმინოს. ეს, გარკვეულწილად, არღვევს თანასწორობის პრინციპს, იმიტომ, რომ ბრალდების მხარეს, პროკურორს, რჩება შესაძლებლობა, რომ საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს საქის გარემოებებთან დაკავშირებით, ხოლო ადვოკატი ამგვარი გაუთქმელობის ვალდებულებების პირობებში ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.
გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა.
პატიმრობას დაკავებულების მიმართ პროკურატურა ითხოვდა. ხოლო ადვოკატებმა პოლიციელების გათავისუფლების შუამდგომლობები დააყენეს:
- „ასეთ ასაკში პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არაა“ - ძალადობაში მხილებული 19 წლის პოლიციელის ადვოკატი
- ძალადობაში მხილებული პოლიციელი, ვანო მისირელი ჩადენილს ნანობს და პატიებას ითხოვს