საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში - გრიგოლ გეგელია
საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში - ასე ეხმაურება "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ევროკავშირის მიერ მოლდოვასთან და უკრაინასთან მოლაპარაკებების კლასტერის გახსნას, რომელიც ოფიციალურად ორ კვირაში ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე მოხდება.
გეგელია ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებასაც და ამბობს, რომ "ოცნება" ახლა "საკუთარ ჩავარდნას იმით ამართლებს, რომ თურმე მოლდოვა სხვის ხარჯზე ცდილობს ევროინტეგრაციას".
ეს ლუზერი, რუსი არარაოებები, სახელად ქოცები ცდილობენ, რომ გაამართლონ საკუთარი ჩავარდნა იმით, რომ თურმე მოლდოვა სხვის ხარჯზე ცდილობს ევროინტეგრაციას. რეალობა არის ყველასთვის ცხადი - ჩვენ არ ვცხოვრობთ შუა საუკუნეებში, ადამიანები ათ წამში იგებენ ინფორმაციას და ეს ხალხი შეიტყობს იმ ინფრომაციას, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მნიშვნელოვნად გაგვასწრეს, უკვე მოლაპარაკებებს ხსნიან, მაშინ, როცა საქართველოსკენ არავინ არ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში და ინტელექტუალურ მორევში და ვართ ყველასაგან იზოლირებულები", - ამბობს გრიგოლ გეგელია.
მოლაპარაკებების კლასტერის გახსნა უკრაინასთან და მოლდოვასთან ნიშნავს იმას, რომ ამის შემდეგ ორივე ქვეყანა სამ-სამი მილიარდის ევროს ოდენობის კონტრიბუციას მიიღებენ ევროკავშირისგან. ეს ნიშნავს უფრო მეტ ევროპულ პროექტებს და უფრო მე ევროპულ ინვესტიციას.