ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის შესახებ მოსკოვში პირველი განცხადება კეთდება

04.06.26 19:44
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის შესახებ მოსკოვში პირველი განცხადება კეთდება

მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის შესახებ პირველი განცხადება კეთდება. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ხაზაროვას განცხადებით, "არ შეიძლება არ აღელვებდეთ" საქართველოში ორი ქვეყნის ჯაშუშობისთვის დაკავებულის ბედი და იმედს გამოთქვამს, რომ "საქართველოს ხელისუფლება შეძლებს გაერკვეს საკითხში" .

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ზახაროვამ გააკეთა კითხვის პასუხად, რომელიც პრესკონფერენციაზე „ტაო ნიუსის“ ჟურნალისტად წარდგენილმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დასვა.

მისი თქმით, ის გაეცნო ცნობებს რცხილაძის დაკავებაზე და კოლეგებს, "რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ" სთხოვა ინფორმაციის მიწოდება.

როგორც ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, მან ნამდვილად ბევრი გააკეთა ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის. დაკავებული იყო ჩვენი საერთო წარსულის შესწავლით, მემორიალური სამუშაოთი, მათ შორის მეორე მსოფლიოში ომის წლებში დაკარგულების მოძიებით, ძეგლების აღდგენით, იცავდა ისტორიულ სიმართლეს, ფაშიზმზე გამარჯვებაში ქართველი ხალხის დიდ და შეუფასებელ წვლილს", - თქვა ზახაროვამ.

მისივე თქმით, გულბაათ რცხილაძე "ყველა კონტაქტს ახორცილებდა ღიად, ოფიციალურად" და დაამატა, რომ "ის დააკავეს რამდენიმე დღეში, მას შემდეგ რაც დააანონსა საქართველოს საჯარო სივრცეში რუსოფობიის მონიტორინგის პროექტი". 

მისივე სიტყვებით, "დააზუსტა" ისიც, რომ რცხილაძის "მზრუნველობის ქვეშ იმყოფება მძიმედ ავადმყოფი ხანდაზმული მამა"

"ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს გაერკვეს ამ საკითხში“- დასძინა მან.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

სუს-ში აცხადებენ, რომ  ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს კითხვას, რომელია ის ორი ქვეყანა, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა.

  • გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები