"ოცნება" ვაშინგტონის კრიტიკას არ იღებს - კობახიძის პასუხი რუბიოს

04.06.26 20:01
"ოცნება" ვაშინგტონის კრიტიკას არ იღებს - კობახიძის პასუხი რუბიოს

 

 

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოსმენის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ტონი შეცვალა. "ქართული ოცნება" ვაშინგტონის კრიტიკას არ იღებს და ამერიკასთან ურთიერთობის აღსადგენად დათმობებზე უარს ამბობს. პრემიერი დღეს მედიასთან გამოჩნდა და მარკო რუბიოს ყველა გზავნილი უარყო.

ასე კობახიძემ რუბიო პრაქტიკულად ტყუილში დაადანაშაულა. სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განმარტა, რომ ხელისუფლების ტრაექტორია შესაცვლელია და რომ ურთიერთობები ჩინეთთან და ირანთან ამერიკას აწუხებს. კობახიძემ იცის რა არის გასაკეთებელი, თუმცა ურთიერთობის დაზიანებასაც შტატებს აბრალებს და მისი აღდგენისთვისაც ნაბიჯებს ისევ შტატებიდან ელოდება. 

ივანიშვილის პარტიას ამერიკასთან ურთიერთობები მხოლოდ საკუთარი პირობებით უნდა - სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. არც გზამკვლევს ამხელს და არც ამერიკული მხარის მოთხოვნებზე საუბრობს. კობახიძე გადასადგმელ ნაბიჯებს არ ამბობს.

თუ შტატებიდან მიღებულ გზავნილებს არც აღიარებენ და არც იღებენ - გამოდის, რომ ოცნებას ამერიკასთან დალაგების არა თუ რესურსი, არამედ სურვილი არ აქვს - ეს შთაბეჭდილება რჩებათ ექსპერტებს, ვინც ამერიკის საგარეო პოლიტიკას კარგად იცნობენ. თავდაცვის ყოფილ მინისტრს კითხვას მარკო რუბიოს გზავნილი უჩენს და პასუხს ოცნებისგან ითხოვს. რა დაპირება მისცა ივანიშვილის პარტიამ შტატების მაღალჩნოსნებს და რა პოზიტიურ ნაბიჯებზე საუბრობს სახელმწიფო მდივანი

ექსპერტებისთვის ცხადია, რომ ხელისუფლებას ურთიერთობების განახლება მინიმალური ნაბიჯებითაც შეუძლია. არსებობს მოსაზრება, რომ მიზეზი რის გამოც ის ამას ვერ აკეთებს მხოლოდ ერთია - ოცნება დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს. 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები