გააგიჟა სიმართლის თქმამ კობახიძე,მთელ სამყაროს აკისრებს პასუხისმგებლობას - თამარ კორძაია
"ქართული ოცნების" ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც ნინო ლომჯარიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება, ოპოზიციამ მუქარად აღიქვა.თამარ კორძაიას თქმით, კობახიძის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა.
კობახიძე მთელ სამყაროს აკისრებს პასუხისმგებლობას, ევროპელებს ეუბნება, რომ თუ თქვენ ისე არ ლაპარაკობთ, როგორც ჩვენ გვინდა, თქვენ ხართ მტრები. ამავდროულად ლომჯარიას პასუხისმგებლობა იქნება თუ "ქართული ოცნება" გაშიშვლდება და ყველა გაიგებს, როგორი ძალადობრივი ხელისუფლება გვყავს, რომელიც მზად არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადამიანების სიცოცხლეც კი დადოს სასწორზე. არაფერი გასაკვირი არ არის კობახიძის განცხადებებში. გააგიჟა სიმართლის თქმამ კობახიძე.