დათუნაშვილი: დღეს რომ უხარიათ „ქოცებს“ ლავროვის შეძახილი მწვანილზე, საქართველოში ხორბლის იმპორტი სრულად დამოკიდებულია რუსეთზე
დღეს რომ უხარიათ „ქოცებს“ ლავროვის შეძახილი მწვანილებთან და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით, საქართველო დამოკიდებულია სრულფასოვნად ხორბალზე რუსეთზე - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
დათუნაშვილის თქმით, ერთ დღეს რუსეთმა რომ ხორბლის არშემოტანა გადაწყვიტოს, საქართველო პურის გარეშე დარჩება.
როგორ ხდება ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტზე ვართ დამოკიდებული ხორბლისა და პურის ფქვილის შემოტანაზე და სად გაქრა ათ მილიარდ ლარზე მეტი თანხა - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
13 წლის განმავლობაში მილიარდობით სუბსიდიების მიუხედავად ხორბლის მოსავლიანობა საქართველოში საშუალოდ არის 1-2 ტონა, რაც ადგილობრივი ბაზრის 10%-15%-საც კი ვერ აკმაყოფილებს. ძირითადი, უმთავრესი კვების პროდუქტის 15%-საც კი ვერ ვაწარმოებთ ადგილობრივად. ხოლო, დანარჩენი, 85%-დან 90%-მდე ხორბლის მოხმარება დამოკიდებულია იმპორტზე. ეს კიდევ პრობლემა არ იქნებოდა რომ არ ვიცოდეთ, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი, ფაქტობრივად, 100%-ი ჩამოკიდებულია რუსეთზე. რუსეთი, ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული და საერთაშორისოდ დადასტურებული გენოციდი აქვს უკანასკნელი 30 წლის გამავლობაში ნაწარმოები. დღეს რომ უხარიათ „ქოცებს“ ლავროვის შეძახილი მწვანილებთან და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით, საქართველოში ხორბლის იმპორტი სრულფასოვნად დამოკიდებულია რუსეთზე. ერთ დღეს რომ გადაწყვიტოს რუსეთმა ხორბლის არშემოტანა, საქართველო პურის გარეშე დარჩება.
აგრეთვე, იმპორტზე დამოკიდებულება უაღრესად შემაშფოთებელი არის ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ზეთი, შაქარი, ხორცი, რძის პროდუქტები და აქ ისევ ლაპარაკია რუსეთიდან შემოტანაზე. იმის მარტივი კითხვა, როგორ ხდება ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტზე ვართ დამოკიდებული ხორბლისა და პურის ფქვილის შემოტანაზე და სად გაქრა ათ მილიარდ ლარზე მეტი თანხა? ათი მილიარდი ლარი ისე როგორ აორთქლდა ბუნებაში, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა ვერ აკმაყოფილებს შიდა მეურნეობას, ფაქტია, რომ ეს პროგრამები და სუბსიდიები, რომელიც ამ ათ მილიარდ ლარს მოიცავდა, არაეფექტური იყო და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა ვერ გაზარდა. ამა ს ემატება ის, რომ ძალიან ბევრი კვლევა და გამოძიება ადასტურებს, რომ ეს სუბსიდიები გაცემული იქნა კორუფციული გზით იმ ადამიანებზე და ბიზნესჯგუფებზე,რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებულები“, - განაცხადა დათუნაშვილმა.