რას ამბობენ "ოცნებაში" ლავროვის ქებაზე
არ მოგვისმენია და არ გვაინტერესებს - ასე პასუხობენ ივანიშვილის პარტიაში მოსკოვიდან მიღებული ახალი ქების შესახებ დასმულ შეკითხვებს. "ოცნების" წევრები ირწმუნებიან, რომ მათ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ შეაფასა მათი პოლიტიკა "პრაგმატულად".
ჩვენი პოზიცია არის ურყევი და ამაში ცვლილება ბუნებრივია ვერ იქნება. ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ არცერთი სახელმწიფოს წარმომადგენლისა და განსაკუთრებით ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის გზავნილებით. ჩვენ ვხელმძღ ვანელობთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით - ქართველი ხალხის ინტერესით და რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე. შესაბამისად, არ ვიცი ახლა, ლავროვის განცხადებები არც საინტერესო არის და მითუმეტეს, არც ჩვენს დღის წესრიგში ასახავს რაიმე სახის ცვლილებას. ჩვენ ვხელმრვანელობთ ქართველი ხალხის დღის წესრიგით - ეს იყო, არის და იქნება ჩვენი დღის წესრიგი.
ჩვენ ოპონენტები შეგვიძლია სხვადასხვა კლასტერებად დავყოთ - ბოროტები, უსამშობლოები, ფარჩაკები და ამ ქვეყნის მტრები", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მოსკოვი ისევ "ოცნების" ხელისუფლებას აქებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებას ცდილობს