"აღმაშფოთებელია, რომ "ოცნების" მარიონეტმა პრემიერ-მინისტრმა მარკო რუბიო ტყუილში დაადანაშაულა" - უილსონი
"აღმაშფოთებელია, რომ "ოცნების" მარიონეტმა პრემიერ-მინისტრმა მარკო რუბიო ტყუილში დაადანაშაულა" - ამის შესახებ შეერთებული შტატების კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მარკო რუბიოს ყველა გზავნილი უარყო.
"ქართული ოცნების" მარიონეტმა პრემიერ-მინისტრმა ჩვენი შესანიშნავი და საპატიო სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ტყუილში დაადანაშაულა. ეს აღმაშფოთებელია. საქართველო ირანის, ჩინეთისა და რუსეთის მიერაა ინფილტრირებული - მისი ქცევა უნდა შეიცვალოს!" - წერს უილსონი.