"თითის ქნევით საუბარი არ გამოვა..." - კალაძე ბრიუსელთან დიალოგამდე 5 დღით ადრე

06.06.26 15:31
"თითის ქნევით საუბარი არ გამოვა..." - კალაძე ბრიუსელთან დიალოგამდე 5 დღით ადრე

 

 

კახა კალაძე ბრისუელთან დიპლომატიურ საუბრამდე 5 დღით ადრე ამბობს, რომ  "თითის ქნევით საუბარი არ გამოვა".

რატომ არ შეასრულა ოცნებამ ევროკომისიისგან მიღებული რეკომენდაციები? - ამ კითხვაზე საპასუხოდ დღეს თბილისის მერმა მედიას განუცხადა, რომ  "კრიტიკაც და რეკომენდაციებიც არგუმენტებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა თითის ქნევაზე".

ჩვენ დიალოგს მივესალმებით. თუმცა, ჩვენ ვართ ერი, რომლის მოსახლეობა ოთხ მილიონზე ნაკლებია. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მებრძოლები, საუკეთესო შემოქმედები, მომღერლები დიზაინერები, მწერლები არიან ქართველები. მსოფლიოში ასეულობით ერი არსებობს, ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვანნი, უფრო დიდი სახელმწიფოებიც, თუმცა უმეტესობას ხალხი არ იცნობს. ჩვენ, ოთხ მილიონიანი ერი ისტორიის ყველა მონაკვეთში ჩვენს კვალს ვტოვებთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ერში რაღაც განსაკუთრებულია. იმას კი არ ვამბობ, რომ ვიღაც ჩვენზე უკეთესი ან უარესია. არა, მე იმის თქმა მინდა, რომ განსხვავებული ხასიათი გვაქვს. სამწუხაროდ, ვერცერთმა უცხოელმა ვერ დაინახა ეს, რომ ქართველებთან თითის ქნევით საუბარი და ზემოდან ყურება არ გამოვა. ვერცერთმა უცხოელმა ვერ დაინახა ეს, რომ ქართველებთან თითის ქნევით საუბარი და ზემოდან ყურება წარმოუდგენელია.

ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ. ჩვენ არავის ვებრძვით – არც ამერიკას, არც ევროპას. უბრალოდ საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ვიცავთ. ჩვენი პოლიტიკა ზუსტად აქედან გამომდინარეობს, რომ პირველ რიგში გათვალისწინებული იქნას სამშობლოს ინტერსი, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ ვიღაცამ თითის ქნევით ესაუბროს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, მიუღებელია.

დიალოგზე ზუსტად იმიტომ ვსაუბრობთ, რომ კრიტიკაც და რეკომენდაციებიც არგუმენტებზე დაფუძნებული უნდა იყოს. - განაცხდა კალაძემ. 

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით,  ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს.

"ქართული ოცნება" ბრიუსელში მოლაპარაკებვისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის  დირექტორს, გიორგი ტაბატაძეს აგზავნის.  

დიპლომატიურ წრეებში 11 ივნისის შეხვედრა განიხილება, როგორც ბოლო გაფრთხილება საქართველოსადმი - უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესახებ, რასაც არ სჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია.

მსგავსი სიახლეები