სომხეთის არჩევნებში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ზეწოლასა და ჩარევაზე მარტა კოსიც ამახვილებს ყურადღებას

08.06.26 14:54
სომხეთის არჩევნებში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ზეწოლასა და ჩარევაზე მარტა კოსიც ამახვილებს ყურადღებას

რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ზეწოლისა და ჩარევის ფონზე, ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხების არჩევანს ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სომხეთის მიმართ, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მაღალჩინოსანი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. 

„რაც შეიძლება მალე ჩამოვალ სომხეთში - ევროპის სოლიდარობა სომხეთის მიმართ უცვლელია. დღეს ჩვენ ასევე დავიწყებთ მუშაობას ევროკავშირ-სომხეთის ახალ სამუშაო ჯგუფში, რათა გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა“, - წერს ევროკომისარი.

ამავე თემაზე: 

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49.81% მოიპოვა.

ცესკოს ინფორმაციით, 23,29%-ით მეორე ადგილზეა მილიარდერი სამველ კარაპეტიანის პრორუსული ბლოკი „ძლიერი სომხეთი“

მსგავსი სიახლეები