ბეჟან წაქაძისთვის კობახიძის შესაძლო გადადგომა "სიზმარია"
"ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ ირაკლი კოხიძის შესაძლო გადადგომა "სიზმარია". ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატი უარყოფს, რომ "ოცნების" გუნდში რაიმე დაპირისპირებას აქვს ადგილი.
საღამოს რომ დაიძინებთ, დილით გესიზმრებად და მერე გამოდიხართ და მე მეკითხებით და როგორ გაგცეთ მაგაზე პასუხი? არავითარი დაპირისპირება არ არის, საიდან მოიტანეთ? დაწყნარდით, დამშვიდდით, სად ნახულობთ ამ სიზმრებს, კაცო?, - ამბობს წაქაძე.
ირაკლი კობახიძს შესაძლო გადადგომის შესახებ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც "ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ სპეციალურად ჩანიშნულ ბრიფინგზე, თქვა რომ ის მმართველ პარტიაში მეორე პირია. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება, სადაც კობახიძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს".
საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში, ივანიშვილის ქებისთვის მიძღვნილი ბრიფინგი "კობახიძის გამოსამშვიდობებელ სიტყვად" შეაფასეს. გია ხუხაშვილი თვლის, რომ "კობახიძემ 7 წუთიან გამოსვლაში თავის გადასარჩენად ლოცვა აღავლინა".