"ჩვენი არგუმენტები მყარია" - "ოცნების" დელეგაცია ბრიუსელის კითხვებზე საპასუხოდ ემზადება

11.06.26 17:11
"ჩვენი არგუმენტები მყარია" - "ოცნების" დელეგაცია ბრიუსელის კითხვებზე საპასუხოდ ემზადება

ერთი საათი ბრიუსელში დიპლომატიური საუბრის დაწყებამდე - "ქართული ოცნების" დელეგაცია კითხვებზე საპასუხოდ ემზადება. 

"ოცნების" დეპუტატის გია ვოლსკის განცხადებით, როგორც კი ბრიუსელი პოლიტიკურ თემაზე დაიწყებს საუბარს, ივანიშვილის გუნდი "სერიოზული არგუმენტებით არის შეიარაღებული. 

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის,  საგარეო კურსის და გარკვეული კანონების თემაზე "მათი არგუმენტები მყარია". 

როგორც კი პოლიტიკურ თემაზე დაიწყება საუბარი, რასაც მივესალმებით, ჩვენ საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით ვართ შეიარაღებული. ძირითადი მოთხოვნები თქვენ იცით, 4 საკითხია, ვიზალიბერალიზაციის თემა, საგარეო კურსის თემა და გარკვეული კანონების უკან წაღების თემა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები მყარია.

საგარეო ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით, ეკონომიკური სანქციების გამოცხადებაში და თუნდაც სამხედრო დაპირისპირების პროცესში ჩაურევლობა ჩვენი პოზიციაა და ამას ვერანაირად ვერ შევცვლით. ქვეყანა დაინგრევა წინააღმდეგ შემთხვევაში  და მერე უკვე, როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ვიზალიბერალიზაციის თემაც აზრს კარგავს თუკი ქვეყანა მოისპო და განადგურდა," - თქვა გია ვოლსკიმ. 

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას მტკიცებით, საქართველო ბრიუსელისგან "ისჯება, რადგან მათ პოლიტიკას არ გაჰყვა". 

დღევანდელი ბრიუსელი არ გამოირჩევა პრაგმატული პოლიტიკით. ჩვენ ვნახეთ არაერთხელ მათი არაგონივრული გადაწყვეტილებები. დღეს ჩვენ ვისჯებით ბრიუსელისგან იმიტომ, რომ მათ პოლიტიკას არ გავყევით, რა პოლიტიკა იყო ეს - რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და ჩვენი ეკონომიკა ჩამოგვეშალა, ხოლო თვითონ ღვინის ექსპორტში, ღვინის სამშობლო ვართ საქართველო და ჩენ გადაგვასწრეს ექსპორტში, ასეთი სანქციები უდევთ და ნავთობპროდუქტების ვაჭრობაში რუსეთთან პირველ ადგილას არიან. 

მეორე გვითხრეს, რომ მოხალისეებით დატვირთული ის უნდა გაგვეგზავნა, მთავრობის ხელშეწყობით მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა და ამაზე უარი ვუთხარით, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ და პრაგმატულ პოლიტიკას გავატარებთო," - ამბობს ირაკლი ზარქუა. 

მსგავსი სიახლეები