ევროკავშირის ერთ-ერთი თანამდებობის პირი “უშედეგოდ“ აფასებს ვიზების საკითხზე დიალოგს - "რადიო თავისუფლება"
ევროკავშირის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა შეხვედრის შემდეგ "რადიო თავისუფლების" ევროპის საკითხებს რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს ევროკავშირში მაღალი რანგის თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ ეს დიალოგი „საკმაოდ უშედეგო“ აღმოჩნდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
წყაროს თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რის გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა.
იოზვიაკის ცნობით, ანონიმური პირი ევროკავშირიდან ამბობს, რომ როდესაც გიორგი ტაბატაძესა და მის გუნდს ჰკითხეს, მზად არიან თუ არა კანონების შეცვლისთვის, პასუხად მიიღეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ ტექნიკურ ჯგუფს, ხოლო წამოწეული საკითხი პოლიტიკური იყო.
ამრიგად, თბილისის შეთავაზება არის, რომ ბრიუსელმა კვლავ მოიწვიოს პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად ყველა დონეზე, რათა თავად განსაჯონ პოლიტიკური მზაობა.
ამავე წყაროს თანახმად, დღევანდელი დელეგაციის მაქსიმუმი იყო იმის ახსნა-განმარტება, თუ რას გულისხმობს აღნიშნული რეპრესიული კანონები.
"რადიო თავისუფლების" ევროპის საკითხებს რედაქტორთან ეს თანამდებობის პირი „პროპაგანდას“ უწოდებს დელეგაციის საუბრის პუნქტებს, თუ როგორ ცდილობენ უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტები რეჟიმის ცვლილებას და ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას.
წყაროს ცნობითვე, თბილისი ამტკიცებს, რომ „მკაფიო სფეროები“ არსებობს, რადაც შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, - თუმცა ეს, წყაროს შეფასებით, "უკიდურესი მინიმუმია" და სანაცვლოდ ელის ევროკავშირის მხრიდან კეთილგანწყობის დაფიქსირებას.
ასევე ნახეთ: