"ოცნებასა" და ევროკომისიას შორის შეხვედრა განგაშის სერიოზული სიგნალია - ევროპარლამენტარი

12.06.26 11:08
"ოცნებასა" და ევროკომისიას შორის შეხვედრა განგაშის სერიოზული სიგნალია - ევროპარლამენტარი

 

 

"ოცნებასა" და ევროკომისიას შორის შეხვედრა განგაშის სერიოზული სიგნალია - ამის შესახებ "პირველებთან" პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა საუბრობს.

როგორც ევროპელი პოლიტიკოსი აცხადებს, ბრიუსელში გუშინ გამართულ შეხვედრაზე დისკუსია ფოკუსირებული იყო ევროკავშირის შეუსრულებელ რეკომენდაციებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

ბრეიზა პირდაპირ ამბობს, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებს, ეს მთლიანად "ოცნების" პასუხისმგებლობა იქნება. 

 ეს შეხვედრა ქართულ ოცნებასა და ევროკომისიას შორის არის განგაშის სერიოზული სიგნალი. დისკუსია ფოკუსირებული იყო ევროკავშირის შეუსრულებელ რეკომენდაციებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე. დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება იყო პირველი შედეგი. თუ შემდეგში საფრთხე დაემუქრება უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება ქართულ ოცნებას და არა ქართველ ხალხს, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს", - ამბობს ბრეიზა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ "რადიო თავისუფლების" ევროპის საკითხებს რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს ევროკავშირში მაღალი რანგის თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი „საკმაოდ უშედეგო“ აღმოჩნდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. 

წყაროს თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რის გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები