ლაშა ტუღუში პირდაპირ ეთერში 10 წლის გოგოს დაცემაზე - პასუხისმგებელი არის ხელმძღვანელი

12.06.26 21:40
ლაშა ტუღუში პირდაპირ ეთერში 10 წლის გოგოს დაცემაზე - პასუხისმგებელი არის ხელმძღვანელი

10 წლის გოგონას დაცემა პირდაპირ ეთერში - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელმძღვანელს ეკისრება. 

ლაშა ტუღუშის თქმით, არხის შიგნით ვითარება იქნება ძალიან რთული, რადგან "ეს არ არის ისეთი საკითხი, სადაც კლიშეებით მუშაობენ" და მდგომარეობა ნამდვილად ძალიან რთულია. 

მოვითხოვეთ, რომ ხვალვე გაიმართოს შეხვედრა და მოწვეული იქნეს დირექტორი და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობაა ეს პირველ რიგში და არა მარტო იმ ნაწილის, რომელიც არის მოწვეული. 

ჯერ-ჯერობით არაფერი არ მიმიღია მე პასუხად [ვასილ მაღლაფერიძისგან], ველოდები კიდევ რა პასუხი იქნება ამასთან დაკავშირებით. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ვითარება იქნება ძალიან რთული შიგნით იმიტომ, რომ ეს არ არის ისეთი საკითხი, სადაც კლიშეებით მუშაობენ, რომ ეს პოლიტიკურია და ა.შ., ეს არის ის თემა, რომელმაც დააჯანჯღარა მთელი საზოგადოება იმიტომ, რომ ბავშვებს ეხება და აქ ნამდვილად ძალიან რთულია მათი მდგომარეობა. 

ვიმეორებ, პასუხისმგებელი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის ხელმძღვანელი," - განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ახსნა განმარტებებს ელოდებიან.

ასეთი სიტუაციაა, მეგობრებო: მე და ლაშა ტუღუშმა მოვითხოვეთ სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით. ვასილ მაღლაფერიძემ მოგვწერა, რომ სხდომა ჩაინიშნა ორშაბათს დილის 12 საათზე "სამუშაო ფორმატში", რაც ნიშნავს, რომ სხდომის ტრანსლირება არ უნდა მოხდეს. ამაზე ლაშა ტუღუშმა გაუგზავნა მეორე წერილი, სადაც მოითხოვა სხდომაზე არა მხოლოდ ტექნიკური პერსონალის დასწრება, არამედ - გენერალური დირექტორის, იურიდიული სამსახურის და HR ის.

ჩვენ ვითხოვთ სხდომა დაინიშნოს ხვალ, იყოს ტრანსლირებული არა მხოლოდ ფეისბუქით, არამედ პირდაპირი ეთერითაც პირველ არხზე, ჩვენ ვითხოვთ სხდომას დაესწროს გენერალური დირექტორი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამსახურის უფროსი!" - წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე. 

10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ ბავშვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. 

ქალის თქმით, მისი შვილის დაცემის შემდეგ ადგილზე მყოფმა პასუხისმგებელმა პირებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს, ბოდიში არ მოუხდიათ და მომხდარის მნიშვნელობას დღემდე ვერ აცნობიერებენ. მშობელი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე სამართლებრივ დავასაც დაიწყებს.

  • კადრებმა, სადაც ჩანს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის"  ეთერში 10 წლის გოგონა დაეცა, ხოლო მის დასახმარებლად რეაგირება რამდენიმე წუთის განმავლობაში არავის მოუხდენია, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.
  • ინციდენტი 9 ივნისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დღის გადაცემაში მოხდა, როცა "პირველ არხზე" "სიმღერის აკადემიის" წევრები იყვნენ მიწვეულები. 
  • ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული უწყვეტი კადრიდან ჩანს, რომ ბავშვის დაცემის შემდეგ, ნომერი ჩვეულებრივ გაგრძელდა და მოზარდი მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იატაკზე იწვა.  
  • მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პირველმა არხმა, სადაც წერდა, რომ არხის ვერცერთმა თანამშრომელმა ვერ დაინახა, როგორ დაეცა 10 წლის ბავშვი პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას. 
  • განმარტების გაკეთება მოუწია “სიმღერის აკადემიასაც” - მათი თქმით,  "პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა".

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები