ხელისუფლება ვალდებულია, არავის მისცეს უფლება საჯიშე ბიჭები გამოიყენონ სხვა ქვეყნების ინტერესების გასატარებლად - კალაძე

13.06.26 14:52
ხელისუფლება ვალდებულია, არავის მისცეს უფლება საჯიშე ბიჭები გამოიყენონ სხვა ქვეყნების ინტერესების გასატარებლად - კალაძე

კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს, "უპრეცედენტო ზეწოლად" აფასებს.  

თბილისის მერის მტკიცებით, დასავლეთს არ სურს, საქრთველო დამოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილებებს.

არჩეული ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას მშვიდობა და არავის მისცეს უფლება, უდანაშაულო, ახალგაზრდა საჯიშე ბიჭები გამოიყენონ სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად - განაცხადა კალაძემ. 

უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ქვეყანაზე. შეიძლება ვისაუბროთ კანონებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ პროცესის ნაწილია, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კარგად გაიგოს, არის ის, თუ როგორ გაბედა საქართველომ მათ გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არჩეული ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას მშვიდობა, ოჯახები, შვილები და არავის მისცეს უფლება, უდანაშაულო, ახალგაზრდა საჯიშე ბიჭები გამოიყენონ სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი პრობლემა რაც არის, არის ის, რომ საქართველომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები და იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. ეს არის სამწუხარო რეალობა“, -განაცხადა კალაძემ. 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი გავრცელებულ განცხადებაში შემაშფოთებლად არის შეფასებული ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებამ კანონებში ბოლო დროს დაჩქარებული ტემპებით შეიტანა. ევროპის საბჭო წერს, რომ თუ  ქართული კანონები კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში არ იქნება, მაშინ ავტომატურად ჩაითვლებაა ადმინისტრაციული დაპატიმრებები უკანონოდ და არაპროპორციულად,  სადავოდ მიიჩნევა სასამართლოში მიღებული გამამტყუნებელი განაჩენებიც და კოლოსალური ჯარიმებიც, რომელსაც მოქალაქეებს აკისრებენ.

მსგავსი სიახლეები