რა ხდება "ქართულ ოცნებაში"
ირაკლი კობახიძის ერთმა ბრიფინგმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობების გადახდას მიეძღვნა, არაერთი ვერსია გააჩინა.
რაში დასჭირდა კობახიძეს ამ ყველაფრის თქმა და გაკეთება? - პოლიტიკოსების და ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი კობახიძეზე გაბრაზდა და ამით პრემიერმა ივანიშვილის გულის მოგება სცადა. ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა თავად ემზადება მთავრობის ადმინისტრაციაში დასაბრუნებლად და კობახიძემ მის ღვაწლზე საუბრით ნიადაგის მომზადება დაიწყო.
სად წავა კობახიძე, ისევ პარტიაში თუ მისთვის სხვა პოსტი მზადდება? - გაჟღერდა ვერსია, რომ შესაძლოა, კონსტიტუციონალისტი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში ვიხილოთ.