მოქალაქეთა წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ - რა ჩანს კადრებში

13.06.26 20:42
მოქალაქეთა წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ - რა ჩანს კადრებში

მოქალაქეთა წამების კადრებს პოლიციელები თავად იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ - TV პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამ ეტაპზე 5 ვოდეო-მასალაშის მოპოვება შეძლეს, სადაც პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩანს - სახეზეა მინიმუმ სამი დაზარალებული.

პოლიციელთა მხრიდან სასტიკი დანაშაულის ჩადენის მტკიცებულება "შაბათის ეთერს" ერთ-ერთი პატიმრის, გიორგი კვიცარაძის ოჯახმა მიაწოდა. დედის თქმით, კვიცარიძემ პოლიციელების შიდა მიმოწერების ჩატში შეღწევა შეძლო  და სისტემის მამხილებელი კადრები, რომელსაც პოლიცილები ერთმანეთს უგზავნიდნენ გადმოწერა. 

ოჯახი ამბობს, რომ 32 წლის კაცი, რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, ნარკოტიკების რეალიზების მუხლით დააკავეს. [დედა შვილის დაკავებას მამხილებელი ვიდეო-მტკიცებულებების გაჟონვას უკავშირებს]. 

ჯამში დედის ინფორმაციით გიორგი კვიცარიძემ სამართალდამცველების  შიდა მიმწერების  ჩატიდან პოლიციის განყოფილებებში ხალხი წამების ამსახველი 32 ვიდეო-ფაილის გადმოწერა შეძლო.

ერთ-ერთი ვიდეომასალაში ცხადად  ჩანს იძულება - უარის შემდეგ ახალგაზრდა კაცს, თავს კედელზე არტყმევინებენ. 

პოლიციაში დაკითხვაზე მიყვანილი ახალგაზრდების წამების ზოგიერთ კადრში შესაძლებელია, სავარაუდო მოძალადე პოლიციელების გარჩევა, ისმის მათი ხმები და ჩანს ნაწილის სახეც.

პირველი ვიდეომასალა პოლიციის შენობაშია გადაღებული - კადრში ორი სამართალდამცველი ჩანს, თუმცა ვიდეომასალის დეტალურად გაშიფვრის შემდეგ ჩნდება განცდა, რომ ოთახში უფრი მეტნი არიან. ორივე პოლიციელი მოქალაქისგან სასურველი ჩვენების მიღებას ცდილობს. ეს ვიდეომასალა, სავარაუდოდ, არა პოლიციელებისთვის განკუთვნილ კაბინეტში, არამედ ე.წ. უკანა ოთახშია გადაღებული. აქ ჩანს ორი გამავალი კარი და ვიწერო ოთახი. კარგად ჩანან მოძალადე პოლიციელები. აქედან ერთი შეიარაღებულია და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ფორმა აცვია, მეორე სამოქალაქო ფორმაშია ჩაცმული, ჯიბეზე მიმაგრებული გასაღებით და მეხსიერების ბარათით.

კადრების მიხედვით, ტერორის მსხვერპლი ახალგაზრდა მოძალადე პოლიციელების მოთხოვნას აღიარებასთან დაკავშირებით არ  თანხმდება, რასაც  ჯგუფური ძალადობა მოჰყვა.

კიდევ ერთ ვიდეო ფაილში ახალგაზრდა ბიჭი ჩანს, რომელიც პოლიციის შენობაში სავარაუდოდ გადამოწმების მიზნით ჰყავთ მიყვანილი. კადრში ჩანს, რომ ერთ-ერთი სამართალდამცავი ჯერ მის სხეულზე   ე.წ. ტატუებს მობილურით იღებს, მეორე კი ახალგაზრდას ცემს და აგინებს. წუთნახევრიან ვიდეოში ისმის მოძალადე პოლიციელების ხმაც - ისინი  უკვე ნაცემ  ახალგაზრდას აიძულებენ, აგინოს ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდს. ვიდეო ფაილით დგინდება, რომ მსხვერპლმა ე.წ. კრიმინალურ სამყაროს არ აგინა, რასაც მისი სასტიკად  ცემა მოჰყვა.

რას ამბობს მთავარი პროკურატურა?

  • საქართველოს პროკურატურამ "შაბათის ეთერს" პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ძალადობის კადრების  ნამდვილობა ოფიციალურად დაუდასტურა. საგამოძიებო უწყებაში არც იმას უარყოფენ, რომ სასტიკ ანგარიშსწორებაში იმერეთის   პოლიციის ის სამი თანამშრომელი მონაწილეობს,  რომელებიც 2022 წელს ქობულეთში მივლინებით იმყოფებოდნენ. ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებაში  ამბობენ,  რომ პოლიციელების  მეირ პოლიციის შენობაში ჩადენილ მძიმე დანაშაულზე რეაგირება მხოლოდ  მომხდარიდან თითქმის 4 წლის შემდეგ მოახდინეს და სამართალდამცავები 20226 წლის 23 თებერვალს  დააკავეს.

ეს კი გიორგი კვიცარძის დედის ინფორმაციით, ის პერიოდია როდესაც მისი შვილი უკვე პატიმარია, კადრები გამოონილია და ვიდეო მასალა დედამ მოსამართლე ქეთევან თხელიძეს მიუტანა, რომლიც მისი შვლის საქმეს განიხილავდა.

პატიმარი კვიცარაძე აანონსებს, რომ პოლიციელების სისასტიკის ამსახველი უფრო მეტი ფაილი აქვს და ეტაპორივად გაავრცელებს.

წამება პოლიციის განყოფილებაში - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი