„ერთად ძალადობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ" - თბილისში საპროტესტო მარში იმართება
„ერთად ძალადობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ" - TV პირველის ეთერში გასული კადრების შემდეგ, მოქალაქეები აქციას მართავენ.
,,სისტემა უნდა დაინგრეს", ,,სისხლიანი 14 წელი", ,,როცა პოლიცია ძალადობს, ვის მივმართოთ?!" - სკანდირებენ ახალგაზრდები.
"შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული" ვიდეო-კადრებით დგინდება, რომ მოქალაქეთა წამების კადრებს პოლიციელები თავად იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ - TV პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამ ეტაპზე 5 ვოდეო-მასალაშის მოპოვება შეძლეს, სადაც პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩანს - სახეზეა მინიმუმ სამი დაზარალებული.
ერთ-ერთი ვიდეომასალაში ცხადად ჩანს იძულება - უარის შემდეგ ახალგაზრდა კაცს, თავს კედელზე არტყმევინებენ.
პოლიციაში დაკითხვაზე მიყვანილი ახალგაზრდების წამების ზოგიერთ კადრში შესაძლებელია, სავარაუდო მოძალადე პოლიციელების გარჩევა, ისმის მათი ხმები და ჩანს ნაწილის სახეც.