„ჯერ საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბებისთვის ემზადება - მოძრაობამ საგარეო პოლიტიკაზე იმსჯელა
პოლიტიკური მოძრაობა „ჯერ საქართველო“ მხარდამჭრებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად განხილვის მთავარი თემა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები იყო. მოძრაობის დამფუძნებლის განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროვნული ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო კურსის ჩამოყალიბებას, რაზეც შეხვედრის მონაწილეებთანაც ისაუბრა.
მოძრაობაში აცხადებენ, რომ „ჯერ საქართველო“ აქტიურად ემზადება დამფუძნებელი ყრილობისთვის. პროცესის დასრულების შემდეგ ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება.
მთავარი არსი ჩვენი დღევანდელი პრეზენტაციის არის ის, რომ სამომხმარებლო ქართულ საგარეო პოლიტიკაზე. ანუ პოლიტიკაზე, რომელიც არსებობს არა მხოლოდ პოლიტიკის გამო, არამედ როგორ შეიძლება კონკრეტულ სარგებლად აქციოს ეს პოლიტიკა ქვეყანამ. ერთი არის, რომ ქართული დიპლომატიის ეფექტიანობა უნდა განიზომებოდეს, რამდენად შედეგიანია ის არაღიარების პოლიტიკაში, მეორე საკითხია, რამდენად ემსახურება ქართული დიპლომატია და პოლიტიკა ქვეყნის ფუნქციონალიზმს, სარგებლიანობის და საჭიროების ამაღლებას, იმიტომ, რომ ამის გარესე მხოლოდ მსოფლიო რუკაზე სხვადასხვა ფერში იყო აღნიშნული, დღევანდელ ძალიან ეგოისტურ სამყაროში, ეს მხოლოდ საკმარისი არ არის. და მესამე და მთავარი საზომი, როცა ჩვენ ეფექტიანობაზე ვსაუბრობთ, ეს არის დიპლომატია ციფრებში - რამდენად წარმატებულები არიან ჩვენი დიპლომატები, - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.