ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ყოველთვის დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული - კრიხბაუმი
ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი, გუნტერ კრიხბაუმი ამბობს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ყოველთვის დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
როგორც ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე კრიხბაუმმა განაცხადა, უკრაინას უნდა ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა.
ევროპელმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა რუსეთის რეჟიმისთვის სანქციების გაფართოებაზე.
როგორც უკრაინისთვის, ისე მოლდოვის რესპუბლიკისთვის ახლა პროგნოზირებადი მოლაპარაკებების გზა გაიხსნება. ეს ყოველთვის უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა , თუმცა ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ახლა კონსტრუქციული მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდეს. უკრაინა ეკუთვნის ევროპას, მას უნდა ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ მან ასევე უნდა განახორციელოს რეფორმების ძალისხმევა. ძალიან თვალსაჩინოა ის, რასაც უკრაინა აღწევს, განსაკუთრებით იმ სასტიკი თავდასხმების ფონზე, რომლებიც რუსული მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ , თუნდაც ამ ღამით, განურჩეველი ღირებულების მქონე ევროპული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ. ეს აჩვენებს, რომ რუსული მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართვის რეალური მზაობა ჯერ კიდევ არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას: ერთი მხრივ, უკრაინის სრული მხარდაჭერა და მეორე მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაგრძელება. ჩვენ მუდმივად ხელახლა მოგვიწევს იმის განხილვა, თუ რომელ პუნქტებშია საჭირო სანქციების გამკაცრება, რადგან მიუღებელია, რომ რუსეთი ამ ფორმით აგრძელებდეს უკრაინაზე თავდასხმას", - განაცხადა კრიხბაუმმა.
მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირი გაწევრიანების პირველ კლასტერს უხსნის. ამ წუთებში, ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
იმ დროს როცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე პირველ კლასტერს ხსნიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უვადოდ არის გაყინული. მეტიც, სასწორზე დევს ევროკავშითან უვიზო მიმოსვლის საკითხიც.
ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კი დღეს ოფიციალურ დონეზე მწვანე შუქს აუნთებენ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას, რაც ნიშნავს იმას, რომ უნგრეთის ვეტო დაძლეულია - უკრაინა და მოდლოვა კი ბრიუსელისგან 3-3 მილიარდი ევროს ფინანსურ კონტრიბუციას მიიღებენ. ამ ისტროიულ მონაპოვარს ირაკლი კობახიძე "სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასად" წარმოაჩენს.