"ოცნების" წევრების ნაწილი ამტკიცებს, რომ პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის კადრები უნახავს
"ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია TV პირველთან ამტკიცებს, რომ პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამბავი არ გაუგია და არც "შაბათის ეთერის" მიერ გავრცელებული კადრები უნახავს.
მას შემდეგ, რაც "პირველების" კორესპოდენტმა მმართველი პარტიის წარმომადგენელს ვიდეო-მტკიცებულება აჩვენა, თქვა, რომ "ვინც ამას აკეთებს ყველა ჩაჯდება ციხეში".
"დაისჯებიან არ უნდა ლაპარაკი" - თქვა მან.
მედიის მიერ პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულის ამსახველი კადრების გასაჯაროება და საზოგადოების პროტესტი პოლიციის დისკრედიტაციად შეაფასა დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
ესეც „აკერმანის სახელმძღვანელოდანაა“, ამ სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებენ, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ დაძველდა „აკერმანის სახელმძღვანელოს“ მეთოდები და ყველამ ყველაფერი იცის.
დისკრედიტაციის მცდელობა დღესაც გრძელდება. ძალიან მძიმეა აღნიშნული კადრები, რაც ვნახეთ, თუმცა მეორე მნიშვნელოვანი თემაა ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვა მყისიერი რეაგირება და ყველა დამნაშავე არის დაკავებული.
40 000-მდე პოლიციელია უწყებაში, არსებობს კანონი, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს, რა თანამდებობის პირი იქნება, ამას მაშინვე მოჰყვება რეაგირება, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, - განაცხადა კალაძემ.
"შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული" ვიდეო-კადრებით დგინდება, რომ მოქალაქეების სასტიკი მეთოდებით ძალადობის კადრებს პოლიციელები თავად იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ - TV პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამ ეტაპზე 5 ვოდეო-მასალაშის მოპოვება შეძლეს, სადაც პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩანს - სახეზეა მინიმუმ სამი დაზარალებული.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ადასტურებს ვიდეოკადრების ავთენტურობას.
ორივე უწყება ამბობს, რომ კადრები ახალი არ არის. ფაქტი 2022 წელს მოხდა, თუმცა დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია.
"შაბათის ეთერის" მიერ გასაჯაროვებული კადრების შემდეგ იურისტების ნაწილი მუხლის კვალიფიცირებას ითხოვენ.
პოლიციის ძალადობის კადრები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავს - ამბობენ იურისტები.
- დაკავებულ პოლიციელებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინათ.