მე-19 საუკუნის სასამართლოა? ამოიღეთ სამხრე კამერის ჩანაწერები! - ელისაშვილი მოსამართლეს
მე-19 საუკუნის სასამართლოა? ამოიღეთ სამხრე კამერის ჩანაწერები! - ამ სიტყვებით მიმართა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე გიორგი გელაშვილს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელმა, ნიკა ხოჭოლავამ დაადასტურა, რომ სამხრე კამერები ჩართული ჰქონდა მინიმუმ ორ პოლიციელს.
პოლიტიკოსის განმარატებით, სწორედ ეს ვიდეო-კადრები დაადასტურებდა, რომ მასზე ნამდვილად განახორციელა ძალადობა.
სამხრე კამერების ამოღების შესახებ შუამდგომლობა დრევანდელ პროცესზე ელისაშვილის ადვოკატებმაც დააყენეს.
ტერორიზს მედავებით, 15 წელი ციხეში უნდა გავატარო და უხერხულობას მაინც ვერ გრძნობთ, რასაც იძახით, რომ არ არის მნიშვნელოვანიო? 15 წელი ციხეში ისე უნდა გამიშვათ, ჩანაწერი გაქვთ და ჩანაწერი არ უნდა ამოიღოთ? შეგრცხვეთ მაინც რაღაცის. ეხლა რომ ამოიღოთ რა პრობლემაა? მე-19 საუკუნის სასამართლოა? კარგით რა, რანაირ ქვეყანას აშენებთ, უხერხულობას არ გიქმნით? და მერე იტყვით, რომ სისტემური ძალადობა არ არის ესო..", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
- ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
- პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.