წახალისებას უკეთებს ექსტრემიზმს - “ოცნებაში“ Amnesty International - ის კრიტიკულ კვლევას გამოეხმაურნენ

15.06.26 17:16
წახალისებას უკეთებს ექსტრემიზმს - “ოცნებაში“  Amnesty International - ის კრიტიკულ კვლევას გამოეხმაურნენ

 

 

 

“ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ Amnesty International - ის ანგარიში საფრთხის შემცველია და წახალისებას უკეთებს ექსტრემიზმს.

გია ვოლკსის თქმით, მათ არ აინტერესებთ სახალხო პარტიის აზრი, არინტერესებთ მხოლოდ მეცნიერების მოსაზრება და კვლევები, აღნიშნულ ანგარიშს კი მეცნიერებასთან კავშირი არ აქვს.

იმდენი მაგათ ცხვირი შეურცხვათ, რაც მაგათი დასკვნები მეცნიერებზე დაყრდნობით არ არის, - ამბობს ვოლსკი.

Amnesty International - ის განცხადება, იმით არის კიდევ, უსამართლობის გარდა, იმით არის საფრთხის შემცველი, რომ წახალისებას უკეთებს ამ ექსტრემიზმს. უსამართლობას თავი დავანებოთ და წახალისება, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია ლაპარაკობს ასეთი ენით, რა საკვირველია, ამაში ნამდვილად იკითხება.  როთის აზრი არ გვაინტერესებს, არც შეიძლება გაინტერესებდეს სახალხო პარტიის წარმომადგენელთა აზრი. ჩვენ გვაინტერესებს მეცნიერების აზრი, კვლევები გვაინტერესებს. იმდენი მაგათ ცხვირი შეურცხვათ, რაც მაგათი დასკვნები მეცნიერებზე დაყრდნობით არ არის, - განაცხადა ვოლსკიმ.

“რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა საქრთველოზე ანგარიშს ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის.

Amnesty International-ის ანგარში რამდენიმე თავს მოიცავს.

  • კრიტიკოსთა ცილისწამება და რეპრესიული კანონები
  • სასტიკი რეპრესიები მიმდინარე საპროტესტო აქციების საპასუხოდ
  • "მომიტინგეთა უსამართლო სასამართლო პროცესები და პოლიციის დაუსჯელობა"

Amnesty International მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებებს, პარლამენტს, სასამართლო სისტემას, ასევე საერთაშორისო და კერძო აქტორებს მიიღონ გადაუდებელი ზომები, რათა დასრულდეს ავტორიტარული მეთოდებით განსხვავებული აზრის ჩახშობა და სამოქალაქო სივრცის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასუსტება.

მსგავსი სიახლეები