მდაბიო „ფეიკ“ განცხადება – მდინარაძის უწყება ელისო კილაძის განცხადებაზე
„მდაბიო ფეიკს“ უწოდებენ მამუკა მდინარაძის უწყებაში ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებას და ჟურნალისტის სკანდალურ განცხადებაზეკომენტარს არ აკეთებენ.
"ასეთ მდაბიო, ფეიკ განცხადებაზე საპასუხო კომენტარი არ იქნება" - უთხრეს TVPIRVELI.GE მდინარაძის პრესსამსახურში.
- 15 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ელისო კილაძემ თქვა, რომ მამუკა მდინარაძე, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მდინარაძე ოცნების მაღალჩინოსნების გაშავებას სთავაზობდა, ხოლო მიღებული უარის შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეკერა.