“ოცნებაში“ ბრიუსელიდან წამოსულ კრიტიკას პასუხობენ

15.06.26 18:35
“ოცნებაში“ ბრიუსელიდან წამოსულ კრიტიკას პასუხობენ

ბრიუსელიდან წამოსულ კრიტიკას “ოცნებაში“ პასუხობენ და პარტნიორებს შანტაჟში ადანაშულებენ. მათი თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი განზრახ გაუყინეს, რადგან მათი მტკიცებით, “ოცნებამ“ ბრიუსელის მტრული დაკვეთები არ შეასრულა.“

ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ არ არის ევროკავშირის მიერ უკრაინა-მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნაზე საქართველოც, კალაძემ შემდეგნაირად უპასუხა:

აქ არავინ უყურებს, ქვეყანას როგორი წინსვლა აქვს და რა პროექტები, რეფორმები აქვს განხორციელებული. როგორ შეიძლება საქართველოზე წინ დააყენო მოლდოვა ან უკრაინა. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ დღესვე გახსნან მოლაპარაკებები, მზად ვართ დავჯდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დავიწყოთ აღნიშნულზე საუბარი, მაგრამ არა. ეს არის უბრალოდ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი,  ქართულ სახელმწიფოს ელაპარაკონ შანტაჟის ენით, თითის დაქნევით, რომ როგორ გავბედეთ და არ მივუერთდით სანქციებს, როგორ გავბედეთ და უბედურებასა და ომში არ ჩავრთეთ ქვეყანა, - განაცხადა კალაძემ.

მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირი გაწევრიანების პირველ კლასტერს უხსნის, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი უვადოდ არის გაყინული. მეტიც, სასწორზე დევს ევროკავშითან უვიზო მიმოსვლის საკითხიც. 

ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კი დღეს ოფიციალურ დონეზე მწვანე შუქს აუნთებენ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას, რაც ნიშნავს იმას, რომ უნგრეთის ვეტო დაძლეულია - უკრაინა და მოდლოვა კი ბრიუსელისგან 3-3 მილიარდი ევროს ფინანსურ კონტრიბუციას მიიღებენ. ამ ისტროიულ მონაპოვარს ირაკლი კობახიძე  "სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასად" წარმოაჩენს.

მსგავსი სიახლეები