წილოსანი ევროკავშირს შეთანხმებების დარღვევასა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია საქართველოსთან ურთიერთობაში ორმაგ სტანდარტებს იყენებს და იმ შეთანხმებულ პირობებს არღვევს, რომლებიც მხარეებს შორის არსებობდა. მისი მტკიცებით, საქართველოს მიერ ეროვნული კანონმდებლობის მიღებას ევროკავშირის მხრიდან „ზეწოლა და შანტაჟი“ მოჰყვა, ხოლო დღეს გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ისეთი პირობები სთავაზობენ, რომლებიც, წილოსანის შეფასებით, არ შეესაბამება იმ ვალდებულებებსა და მოლოდინებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ჰქონდა.
მთელ ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ, არა მხოლოდ ახლა, არამედ სწორედ მაშინ, როდესაც საქართველომ თავისი ეროვნული კანონმდებლობის მიღებაც კი ვერ შეძლო ისსე, რომ სასწაული ზეწოლის და შანტაჟის ობიექტი არ გავმხდარიყავით ევროკავშირის პოლიტიკოსების თუ ბიუროკრატების მხრიდან, ზუსტად იმ მომენტშ დაიწყო ევროკავშირის ბიუროკრატიამ იმ ურთიერთმოლაპარაკებული, ორმხრივად შეთანხმებული პირობების დარღვევა, რომელიც საქართველოს და ამ დიდ კავშირს ჰქონდა. ჩენ გვქონდა უფლება, რომ ჩენი ეროვნული კანონმდებლობა მიგვეღო, ამ კანონმდებლობით არ ვეწინააღმდეგებოდით არაფერს ევროპულს და დასავლურს, თუმცა ამის მიუხედავად იყო უთანასწორო და რაც მთავარია, ორმაგი სტანდარტებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები მიღებული. ეს ყველაფერი გრძელდება იმით, რომ დღეს ჩვენ გვესმის, როგორი უუფლებო წევრების მიღებას აპირებენ გაფართოების შემთხვევაში და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ თავის დროზე, როდესაც ასოცირებას მოვაწერეთ ხელი, როდესაც კონსტიტუციაში ჩავწერეთ 78 მუხლი, - ამბობს ნინო წილოსანი.