ივანიშვილის ტიპის ბატონს, ყოველთვის დასჭირდება ვიღაცის დასჯა, შეწირვა, ეს ესეთი კაცია - დათუნაშვილი

16.06.26 21:20
ივანიშვილის ტიპის ბატონს, ყოველთვის დასჭირდება ვიღაცის დასჯა, შეწირვა, ეს ესეთი კაცია - დათუნაშვილი

ივანიშვილის ტიპის ბატონს, ყოველთვის დასჭირდება ვიღაცის დასჯა, შეწირვა, ეს ესეთი კაცია, ეს ასეთი სისტემა, - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ივანიშვილი წყვეტს ამ სისტემაში ყველაფერს.

მისივე თქმით, “ეს არის ხელისუფლება, რომელიც 14 წელია, ერთადერთი საქმითაა დაკავებული, საკუთარი ხალხის ყვლეფით“.

ივანიშვილის ტიპის ბატონს, ყოველთვის დასჭირდება ვიღაცის დასჯა, შეწირვა, ეს ესეთი კაცია, ეს ასეთი სისტემა. ეს რაღაც რუსულ-კვაზი ოლიგარქიული სისტემა ამას გულისხმობს, რომ აუცილებლად მას უნდა შესწირო ზვარაკად ყველაფერი. ღარიბაშვილს მოუწია საკუთარი თავის და მისი ნახევარი კაბინეტის შეწირვა. რას ეუბნება ეს საქართველოს მოქალაქეებს, ესაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ის კი არ არის ივანიშვილის გუნდის ერთი ნაწილი, მეორეს როგორ დაასამარებს, შემდეგ ამათ ვიღაც გასრესს და ეს უსაშველოდ გაგრძელდება, არა, მთავარი არის საქართველოს მოქალაქეების რა უშვებიან. მთავარია, რომ ძალიან მარტივად დავინახოთ - ეს არის ხელისუფლება, რომელიც 14 წელია, ერთადერთი საქმითაა დაკავებული, საკუთარი ხალხის ყვლეფით, დაკავებულია ღიად კრიმინალის მხარდაჭერით, ქოლცენტრების მხარდაჭერა და ოპერირების დაშვება ეს არის კრიმინალის დაშვება. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ყვლეფს, საერთაშორისო მასშტაბის მულტინაციონალურ კრიმინალურ სინდიკატს უდგას სათავეში, მფარველობს კრიმინალებს, ეხმარება რუსებს იმაში, რომ სანქციებს და ცივილიზებულ სამყაროს თავი აარიდონ და ამით გააგრძელონ უკრაინელი ხალხის ხოცვა. ვინმეს სჯერა ამ ქვეყანაში, რომ ერთი პრემიერ მინისტრით, ირაკლი კობახიძის პერსონით სახე იცვალა და ახლა სხვანაირია? ივანიშვილი ეჭვიანი კაცია, ახლა იმის ათვლაზეა, როდის მობეზრდება ირაკლი კობახიძე, - განაცხადა დათუნაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები