იცოდა თუ არა, ბოკუჩავამ, რომ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობდა
იცოდა თუ არა, თინა ბოკუჩავამ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს თავმჯდომარეობას სთავაზობდა - როგორც ენმ-ის ლიდერმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ეს პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არსად არ დაუწერია და პოლიტიკური ჭორობა მისი ინტერესი არ არის“.
ეს პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არსად არ დაუწერია... მე არასდროს არ ვერთვები ხოლმე ასეთ დისკუსიებში. აქ არის პოსტი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ... პოლიტიკური ჭორაობა ჩემი სფერო და ინტერესი არასდროს არ იყო, - თქვა მან.
ბოკუჩავას თქმით, ხელმძღვანელობს საჯარო პოზიციით, რომელიც სააკაშვილს აქვს.
„მე კი წავიკითხე ის საჯარო პოსტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა. ყველაზე მართებული იქნება, რომ ამ ეტაპზე ვიხელმძღვანელოთ იმ საჯარო პოზიციით, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა. სხვა რამის გამოქვეყნება, რომ ნდომებოდა ამას გააკეთებდა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პარტიაში ორხელისუფლებიანობა მისთვის მიუღებელია და არ ემხრობა.