ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს - ნიკა გვარამია
8 პოლიტიკოსის საქმე - "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დღევანდელ პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას, რომელიც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება.
როგორც პროცესის დაწყებამდე გვარამიამ მედიასთან განაცხადა, მოსამართლე ვალდებულია იმსჯელოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გამოიკვლიოს იგი.
თუ ზომები არ იქნება მიღებული, ჩვენ ორშაბათიდან ვიფიქრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, უფრო სწორედ ნაფიქრი გვაქვს ეს, მაგრამ აუცილებელია რომ შეთანხმებული იყოს - უთხრა მედიას ოპოზიციონერლმა პოლიტიკოსმა.
გვარამიას და კოალიცია "ცვლილებისთვის" მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებულ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ელენე ხოშტრაია.
მე სათქმელი, სულ, ვიდრე ამ ვითარებაში ვართ, მექნება ელენე ხოშტარიაზე, დღეს მე ვაპირებ და ჩვენი გუნდი, დავაყენოთ შუამდგომლობა ელენესთან დაკავშირებით, რომელიც არის პროცესის მონაწილე, როგორც მოგეხსენებათ, ის არის კვლავ უსამართლოდ ბრალდებული იმაში, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს და რაკი ის პროცესის მონაწილეა, მოსამართლე ვალდებულია იმსჯელოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამოიკვლიოს იგი და თუ საჭიროა და ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა მიიღოს აუცილებელი ზომები.
თუ ზომები არ იქნება მიღებული, ჩვენ ორშაბათიდან ვიფიქრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, უფრო სწორედ ნაფიქრი გვაქვს ეს, მაგრამ აუცილებელია რომ შეთანხმებული იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, არცერთი სხვა საკითხი დღის წესრიგში, ყოველ შემთხვევაში ჩვენი კოალიციისთვის დანამდვილებით იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ჩვენს მეგობარზე, არა მხოლოდ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანზე, ბევრისთვის საყვარელ პოლიტიკოსსა და 4 შვილის დედაზე, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი კოალიციის ლიდერზე. იმედი მაქვს, რომ ალიანსი ამაში შემოგვიერთდება და ის პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც არ არიან ალიანსში. რაც მთავარია საზოგადოება, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს არ იყოს მხოლოდ რუსთაველი, იყოს ის ადგილები, სადაც ესეთი გადაწყვეტილებები ინდა მიიღებოდეს მყისიერად.
ელენე უნდა გათავისუფლდეს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ელენე, რომ არაფერს არ ითხოვს, ეს მხოლოდ მისის უპირატესობაა, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას არავის, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს და შეუქცევად დაზიანებამდე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია ციხის პირობებში. აუცილებელია მისის სათანადო გარემოში მოქცევა," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.
შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.
ასევე ნახეთ: