ელენე ხოშტარია: ტკივილი ასატანია, ბოროტება-აუტანელი
ტკივილი ასატანია, ბოროტება-აუტანელი... რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად - ამის შესახებ ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
დაკავებული ქალი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მართალია ჯანმრთელობის გამო სირბილი არ შეუძლია, მაგრამ ბრძოლა კი.
მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ ჩემზე არ ინერვიულოთ. რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად. ცხადია, არც ერთი წამი არ ვაპირებ, რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას, ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მითუმეტეს, რაიმეს თხოვნას, რაც უნდათ ის ქნან.
ტკვილი ასატანია, ბოროტება - აუტანელი. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, მაგრამ ერთადერთს ვპირდები მათ - არცერთ უკანონობას არ გავუტარებ და ფასიც დაუჯდებათ!
„სირბილი არ შემიძლია, ბრძოლა შემიძლია“:)
რუსთავის ქალთა ციხე
დღეს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.
შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.