"ელენე ხოშტარია ციხეში ძალით იწევდა, რომ რაღაც წამებულის გვირგვინი დაედგა" - "ოცნების" დეპუტატი, გიორგი სოსიაშვილი
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გიორგი სოსიაშვილის თქმით, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია "ციხეში ძალით იწევდა, რომ რაღაც წამებულის გვირგვინი დაედგა".
ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პროვოკაციებზე მიდიოდა, რომ როგორღაც ციხეში შესულიყო და ელენე წამებული გამხდარიყო".
ეს ადამიანი ციხეში ძალით იწევდა, რომ რაღაც წამებულის გვირგვინი დაედგა. პროვოკაციებზე მიდიოდა, რომ როგორღაც ციხეში შესულიყო და ელენე წამებული გამხდარიყო [...]
მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საერთოდ სხვა სტანდარტები შექმნა და ადამიანების მიმართ საერთოდ სხვა მოპყრობაა. ასეთი ტყუილები აღარ იყიდება," - ამბობს გიორგი სოსიაშვილი. [შიფრი: "ტაბულა"]
გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.
შოთა თუთბერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.