მოვითხოვთ, ელენე ხოშტარიას გაეწიოს აუცილებელი სამედიცინო დახმარება - გიორგი სიორიძე
მოვითხოვთ, ელენე ხოშტარიას გაეწიოს აუცილებელი სამედიცინო დახმარება,- ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
სიორიძის თქმით, ელენე ხოშტარია იმყოფება უკანონო პატიმრობაში და მის მიმართ გამოტანილი სასჯელი არაპროპორციულია.
ელენე ხოშტარია, პოლიტიკოსი ქალი, ოპოზიციონერი ლიდერი უკვე 10 თვეზე მეტია, რაც იმყოფება საპატიმროში პოლიტიკური ჟესტისთვის. ის არის უკანონო პატიმრობაში და სრულიად არაპროპორციულია სასჯელი, რაც გამოიყენეს მის მიმართ ფლომასტერით კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო.
ეტაპობრივად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" ყველა ლიდერმა უკლებლივ, ძალიან კარგად იცოდა ეს. ახლა იმდენად მძიმე და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ, რომ ეს მთელმა საზოგადოებამაც გაიგო. ჩვენ მოვითხოვთ, ელენე ხოშტარიას გაეწიოს აუცილებელი სამედიცინო დახმარება. სოლიდარულები ვართ ყველა პოლიტიკური პატიმრის, ყველა სინდისის პატიმრის მიმართ. თავისუფლება ელენეს და ყველა პოლიტპატიმარს”,- განაცხადა სიორიძემ.
გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.
შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.
ასევე ნახეთ: