ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლე თამარ მახარობლიძე ელენე ხოშტარიას მდგომარეობით არ დაინტერესდა

18.06.26 13:06
ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლე თამარ მახარობლიძე ელენე ხოშტარიას მდგომარეობით არ დაინტერესდა

 

 

ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლე თამარ მახარობლიძე ელენე ხოშტარიას მდგომარეობით არ დაინტერესდა და არ დააკმაყოფილა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის შუამდგომლობა, რომელიც პროცესში მონაწილე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას შეეხებოდა.

ამის შემდეგ გვარამიამ სასამართლო პროცესი, სადაც 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მოსამართლემ აღნიშნულ საკითხზე შეკითხვაც კი არ დასვა - "წერილის გაგზავნაც კი დაეზარა".

გვარამია ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყება. 

მოსამართლეს აქვს პოზიტიური ვალდებულება, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელცი უფლებას უნდა იცავდეს ბრალდებულისას, არა მარტო მის გასამართლებას ისმენდეს, რომ შეამოწმოს მისი ჯანმრთელობსი მდგომარეობა, როგროც კი ეჭვი აღიძრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესი და შეუძლებელია მისი მკურნალობის გამოსწორება სათანადო მკურნალობის გარეშე. ამაში გვინდოდა მოსამართლის ჩარევა, დრევანდელი სხდომის გადადებასაც კი არ ვითხოვდით. პენიტენციურის უმოქმედობა გაგრძელდა მოსამართლის უმოქმედობით. არ მაქვს არანაირი წინაპირობა, რომ ეს უფლებამოსილება განვახორციელოო. რომ გესმოდეთ თქვენ თვითონ - მინიმუმ შეკითხვის დასმა და წერილის გაგზავნაც კი დაეზარა.

პროკურატურის პოზიცია იყო, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ამით, თუმცა მათთვსი პასუხი, რომელიც პენიტენციურმა გასცა, საკმარისია.  უნდა ველოდოთ (საპროტესტო აქციებს). სადღაც წავიკითხე, ვიღაცამ თქვა, ალბათ პრეზიდენტთან მისვლას აპირებენ შეწყალებისთვისო- ეს ისეთი აბსურდია, რომ იმის იქით არაფერი არ არის. ჯერ ელენეს პოზიციაა აქ ცნობილი და მერე ჩვენიც. ეს გამორიცხულია. 

იქნება საპროტესტო აქციები, რომლის მიზანიც იქნება იმდენად მძიმე დისკომფორტის შექმნა ამ კომპეტენტური ორგანოებისთვის, რომ ვაიძლოთ ისინი, მიიღონ ადამიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები. კიდევ ვიმეორებ, ადამიანი არის ცუდად". - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. 

შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.

ასევე ნახეთ:

 

მსგავსი სიახლეები